გამწვანებული ტერიტორიის გარეშე შენობა ექსპლუატაციაში აღარ მიიღება – მერიის ინიციატივა 

გამწვანებული ტერიტორიის გარეშე შენობა ექსპლუატაციაში აღარ მიიღება – მერიის ინიციატივა 

1634
გაზიარება

“თბილისის საზღვრებში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავების და სახელმწიფო ტყის ფონდის განსაკუთრებული დაცვის შესახებ” კანონში შეტანილი ცვლილების თანახმად, თბილისის მერია, ერთი თვის ვადაში შეიმუშავებს და საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს თბილისში მწვანე ნარგავების მოვლა-პატრონობის ახალ წესს, რომლის თანახმადაც, დედაქალაქში მშენებლობა არ განხორციელდება ისე, რომ მშენებელმა მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე არ მოაწყოს გამწვანებული ტერიტორია.
​საკანონმდებლო ცვლილება ასევე გულისხმობს, საკომპენსაციო რგვებისა და მწვანე ნარგავების შეფასებაზე უფლებამოსილი პირებისათვის სავალდებულო კრიტერიუმების დაწესებას.
​აღნიშნული ინიციატივა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, საკრებულოს წევრებს დღეს, 2016 წლის ანგარიშის წარდგენისას გააცნო.
​მისი თქმით, მიმდინარეობს მუშაობა ახალ რეგულაციებზე, კერძოდ, კ-3 კოეფიციენტის ფარგლებში დენდროლოგიური პროექტის სავალდებულო წესით შეთანხმებაზე, რომლის შესრულების ვალდებულება დაეკისრება დეველოპერს და მისი განხორციელების გარეშე შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღება არ დაიშვება.
დავით ნარმანის ინფორმაციით, ასევე, დასრულების ფაზაშია, მოლაპარაკება დიღმის ტყე-პარკის კერძო მესაკუთრეებთან ტერიტორიების ადგილ მონაცვლეობის თაობაზე, რომელიც საშუალებას იძლევა დიღმის ტყე-პარკი შეუნარჩუნდეს დედაქალაქს.
„მაშინ, როდესაც, დედაქალაქის წინა ხელისუფლების დროს, ერთ ღამეში იჩეხებოდა თბილისში არსებული გამწვანებული ტერიტორიები, ჩვენ თითოეული ხმელი ხის მოჭრაზე გავცემთ ნებართვას და ვადგენთ სტატისტიკას“,- განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ.

კომენტარი