თბილისის მერია „ჰერცეპტინისა“ და „სკრინინგის“ პროგრამებს ახორციელებს – რიმა ბერაძე  

თბილისის მერია „ჰერცეპტინისა“ და „სკრინინგის“ პროგრამებს ახორციელებს – რიმა ბერაძე  

611
გაზიარება

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოსთვის“ თავმჯდომარე რიმა ბერაძემ, დედაქალაქის მერის დავით ნარმანიას წლიური ანგარიში დადებითად შეაფასა.
ფრაქციის თავმჯდომარემ ყურადღება იმ პრობლემებზე გაამახვილა, რომლებიც ქალაქის მოსახლეობას წლების განმავლობაში აწუხებდა და რომელთა მოგვარებაც ხელისუფლებაში  „ქართული ოცნების“  მოსვლის შემდეგ გახდა შესაძლებელი.
„ჩვენ რეალურად ვაკეთებთ საქმეს და ხალხს არ ვატყუებთ. ჩვენ შევეჭიდეთ ყველა იმ პრობლემას, რომელიც ქალაქს წლების განმავლობაში აწუხებდა. ყველა მიმართულებით მდგომარეობა კარდინალურად უმჯობესდება. ჩვენ მივაღწიეთ ევროპასთან ვიზალიბერალიზაციას, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს 28 ქვეყნის კარს და 500 მილიონიან ბაზარს უხსნის. 2011 წელთან შედარებით 4 მილიონითაა გაზრდილი ტურისტების რაოდენობა და კიდევ ბევრი სხვა რამ გაკეთდა. საქმით დავამტკიცეთ, რომ ჩვენთვის სოციალური მიმართულება უმთავრესია. ყველას აქვს უფლება ღირსეული ცხოვრებისა და ეს თბილისელებმა საკუთარ თავზე გამოსცადეს. ჩვენი ინიციატივით ხორციელდება 40 სოციალური და ჯანდაცვის პროგრამა”,- განაცხადა რიმა ბერაძემ.
მისივე თქმით, თბილისი არის ყველასთვის, მათ შორის, ქალებისთვის, რომლებისთვისაც თბილისის მერია „ჰერცეპტინისა“ და „სკრინინგის“ პროგრამებს ახორციელებს (ჯამში 18 247 ბენეფიციარი); შშმ პირებისთვის, ვისთვისაც ინტეგრაციისა და რეაბილიტაციის პროგრამებია გათვალისწინებული; ადამიანებისთვის, რომლებისთვისაც C ჰეპატიტის დიაგნოსტიკის პროგრამა (17 392 პირი) მოქმედებს და ვისთვისაც ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის პროგრამა ხორციელდება.
“ეს ქალაქი არის სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის, სადაც ყოველ ახალშობილზე  ფულადი დახმარება გაიცემა. ფულადი დახმარების პროგრამები სოციალურად დაუცველი შშმ პირებისთვისაც მოქმედებს (ჯამში 1 887 ბენეფიციარი), ეს ქალაქი არის ბავშვების, რომლებსაც ჩვენ მოსწავლე ახალგაზრდობის სახლებში სწავლებას ვაფინანსებთ (წელიწადში საშუალოდ 22 560 ბავშვი); ადამიანების, რომლებსაც ესაჭიროებათ და იყენებენ კომუნალური სუბსიდირების პროგრამას”, -განაცხადა რიმა ბერაძემ.

კომენტარი