კოტე აფხაზის ქუჩაზე მოტეხილმა ტოტმა ავტომობილები დააზიანა (ფოტო)

კოტე აფხაზის ქუჩაზე მოტეხილმა ტოტმა ავტომობილები დააზიანა (ფოტო)

722
გაზიარება

​თბილისის კრწანისის რაიონში, 12 აპრილის ღამით, ქუჩის გადაკეტვა ხის დიდი ტოტის, გზის სავალ ნაწილზე ჩამოვარდნამ გამოიწვია. შედეგად, რამდენიმე ავტომობილი დაზიანდა.
​როგორც “სითი კვირას” კრწანისის რაიონის გამგეობაში განუცხადეს, მოტეხილი ტოტის დამუშავება და ტერიტორიიდან გატანა სამაშველო სამსახურისა და „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა მძიმე ტექნიკის გამოყენებით უზრუნველყვეს.
ადგილზე იმყოფებოდა კრწანისის გამგებელი, გიორგი კოპალეიშვილი. კოტე აფხაზის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა დღეს, გამთენიისას აღდგა.

კომენტარი