გენგეგმის ჯგუფი თბილისის მერიას მუნიციპალური ავტობუსებისთვის დერეფნების მოწყობას სთავაზობს

გენგეგმის ჯგუფი თბილისის მერიას მუნიციპალური ავტობუსებისთვის დერეფნების მოწყობას სთავაზობს

4531
გაზიარება

თბილისის ქუჩების საცობებისა და ხშირი საავტომობილო ნაკადებისგან განსატვირთად, გენგეგმის ჯგუფი დედაქალაქის მერიას სატრანსპორტო დერეფნების მოწყობას სთავაზობს, სადაც ჩქაროსნული ავტობუსები, მომავალში კი, შესაძლოა ტრამვაიმ იმოძრაოს. ​​
​იდეის განხორციელების შემთხვევაში, დედაქალაქში კონკრეტულ მარშრუტზე მოძრავი ავტობუსები გადაადგილების სპეციალური წესით ისარგებლებენ.
თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფი, პირველ ეტაპზე თბილისის მერიას სამ მიმართულებას სთავაზობს: 1- დიდი დიღომი – გელოვანის გამზირი – საბურთალო – ვაკე – თავისუფლების მოედანი -ორთაჭალის ავტობაზრობა; 2- გლდანი – წერეთლის გამზირი- აღმაშენებლის გამზირი – რიყე; 3 – ავჭალის გზატკეცილი – რკინიგზის სადგური – ავლაბარი – აეროპორტის გზატკეცილი.
​როგორც “სითი კვირას” გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფის, “სითი ინსტიტუტი – საქართველოს” თანათავმჯდომარე, არქიტექტორმა მერაბ ბოლქვაძემ განუმარტა, როდესაც მოქალაქეებს ეცოდინებათ, რომ საჯარო ტრანსპორტი დაუბრკოლებლად მოძრაობს და სამსახურში მოკლე დროში მისვლას შეძლებენ, პირადი ავტომობილიდან თანდათან მუნიციპალურ ტრანსპორტში გადასხდებიან.
“გენერალური გეგმის ფარგლებში დადგენილი გვაქვს “კორიდორები”, სადაც შესაბამისად განსაზღვრულია ჩქარი ავტობუსის, ან ტრამვაის მოძრაობა. ჩვენf7934e05203d0748d802f5a6fe25da02 მერიას ვთავაზობთ გამოსავალს, თუმცა, როდიდან გამოჩნდება ჩქაროსნული ავტობუსები თბილისში, ამას გადაწყვეტს მერია და კონკრეტული სამსახურები“, – აცხადებს მერაბ ბოლქვაძე.
მისივე თქმით, მუნიციპალური ტრანსპორტი არ იქნება საცობების მონაწილე, შუქნიშანზე გასვლისას ექნება უპირატესობა და იმოძრავებს გზის მისთვის გამოყოფილ ნაწილში, სადაც სხვა სატრანსპორტო საშუალებას მოძრაობა აეკრძალება.
როგორც ტელეკოპმანია TV Pirveli-ის გადაცემა „საქმის კურსში“ სტუმრობისას მერაბ ბოლქვაძემ განაცხადა, იმის გამო, რომ ტრამვაისთვის ხაზების გაყვანა ძვირი ჯდება, გენგეგმის ჯგუფი თბილისის მერიას ასეთ გამოსავალს სთავაზობს: “საჯარო ტრანსპორტს უნდა ჰქონდეს თავისი სავალი ნაწილი, სადაც მოძრაობის უფლება და შესაძლებლობა, არც ერთ სხვა სატრანსპორტო საშუალებას არ ექნება. ზოგ ქვეყანაში, ამისთვის მაღალ ბორდიურებს აკეთებენ. შესაბამისად, როდესაც მოქალაქეებს ეცოდინებათ, რომ საჯარო ტრანსპორტი დაუბრკოლებლად მოძრაობს და სამსახურში მოკლე დროში მისვლას შეძლებენ, ნელ-ნელა გადავლენ საჯარო ტრანსპორტით მგზავრობაზე. ეს არის ხსნა დღევანდელ სიტუაციაში, სხვა გამოსავალი არ გვაქვს“.
transmileneo-01IMG_48641409788785_1872569357

კომენტარი