23 აპრილი წიგნის საერთაშორისო დღეა – მთაწმინდის პანთეონში უჩვეულო აქცია გაიმართება

23 აპრილი წიგნის საერთაშორისო დღეა – მთაწმინდის პანთეონში უჩვეულო აქცია გაიმართება

1025
გაზიარება

წიგნის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, 23 აპრილს, თბილისის მთაწმინდის პანთეონში გაიმართება ღონისძიება სახელწოდებით „მოდი მთაწმინდის პანთეონში ქართველ მწერლებსა და წიგნებზე სასაუბროდ!“. 16:00 საათიდან მოქალაქეები უჩვეულო და უპრეცედენტო აქციის მონაწილეები გახდებიან.
ღონისძიების ორგანიზატორები არიან: თბილისის მერია და თბილისის სატრანსპორტო კომპანია, ელექტრონული წიგნების სახლი „საბა“, გამომცემლობა „ინტელექტი“ და გამომცემლობა „არტანუჯი“.
ღონისძიების ორგანიზატორთა ინფორმაციით, მთაწმინდის პანთეონში თანამედროვე ქართველი მწერლები პანთეონში დაკრძალულ ავტორებსა და მათ წიგნებზე ისაუბრებენ: 16:00 – რატი ამაღლობელი გალაკტიონ ტაბიძის შესახებ, 16:30 – გიორგი კეკელ18042998_1594874453871025_1285436683_oიძე აკაკი წერეთლის შესახებ, 17:00 – ლევან ბერძენიშვილი მიხეილ ჯავახიშვილის შესახებ, 17:30 – დათო ტურაშვილი ბაჩანა ბრეგვაძის შესახებ, 18:00 – სანდრო ლორთქიფანიძე ნიკოლოზ ბარათაშვილის შესახებ, 18:30 – ეთერ თათარაიძე ვაჟა-ფშაველას შესახებ ისაუბრებს.
მათივე ინფორმაციით, ლექციების პარალელურად, მთაწმინდის პანთეონის ტერიტორიაზე მოეწყობა წიგნების გამოფენა-გაყიდვა სპეციალური ფასდაკლებით.
“ერთად აღვნიშნოთ წიგნის საერთაშორისო დღე პანთეონში, ვიკითხოთ წიგნები და ვისაუბროთ საყვარელი მწერლების შემოქმედებაზე. ერთად დავნერგოთ ახალი ტრადიცია!“, – მოუწოდებენ მოქალაქეებს ორგანიზატორები.
ორგანიზატორების განმარტებით, ყველა დაინტერესებული სტუმრისთვის, პანთეონის მიმართულებით უფასო ავტობუსი იმოძრავებს. მოქალაქეებს მოემსახურებათ ორი უფასო რეისი: 15:30-ზე და 16:30-ზე. გასვლა თავისუფლების მოედნიდან, პუშკინის სკვერის გაჩერებიდან განხორციელდება.

კომენტარი