როგორ გადაიქცა თბილისის ქუჩები სატრანსპორტო მაგისტრალებად – რელიეფის გამო შექმნილი სიძნელეები  

როგორ გადაიქცა თბილისის ქუჩები სატრანსპორტო მაგისტრალებად – რელიეფის გამო შექმნილი სიძნელეები  

554
გაზიარება

მეორე მსოფლიო ომის შემდგომ წლებში, საბჭოთა მმართველობის პირობებში თბილისის განვითარებას უფრო სწრაფი და ფართო ხასიათი მიეცა. უკვე 1948 წელს, დაიწყო 1951-1966 წლებისთვის გათვალისწინებული ახალი გენერალური გეგმის შემუშავება. თუმცა, იგი წინა გეგმის დაგეგმარებით პრინციპებს ეყრდნობოდა, მაგრამ ამასთანავე, ახასიათებდა სქემატურობა, განაშენიანებას აკლდა კომპოზიციური მთლიანობა, ხოლო სახლების არქიტექტურაში გამეფებული იყო პომპეზური სტილი.
17157815_1036649869774174_2012912314803442030_o​რელიეფი, რომელიც თბილისის დაგეგმარებასა და განაშენიანებას ყოველთვის ართულებდა, ამავე დროს მათი თავისებურებების ერთ-ერთი არსებითი გამომხატველი იყო. ქალაქს მუდამ უხდებოდა დანაწევრებული რელიეფის გამო შექმნილი სამშენებლო სიძნელეების გადალახვა, იქნებოდა ეს უბნებს შორის კავშირების დამყარება, ქუჩების სატრანსპორტო მაგისტრალებად გადაქცევა, თუ სამოსახლო და სამრეწველო ტერიტორიების ათვისება. ამიტომ დედაქალაქის ნორმალური ფუნქციონირებისა და განსაკუთრებით შიდა საქალაქო კომუნიკაციების სრულყოფის მიზნით, დიდი მნიშვნელობა ჰქონდა საინჟინრო-ტექნიკური მშენებლობის ფართო მასშტაბით წარმართვას.
50-იან წლებში განხორციელდა ვაკისა და საბურთალოს ერთმანეთთან დამაკავშირებელი ტრასების რთული სამშენებლო სამუშაოები. ამოავსეს ვარაზის ხევი, სადაც გაიყვანეს ამავე სახელწოდების ქუჩა. მდინარე ვერეს მარცხენა სანაპიროს კლდოვანი სერის გაჭრის შემდეგ, შეიქმნა ქალაქის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სატრანსპორტო მაგისტრალი – გურამიშვილის ქუჩა. ახალი ფართო გასასვლელი გაჩნდა რკინიგზის ხიდის ქვეშ დიდუბეში, რითაც ეს უბანი მაგნიტოგორსკის, ამჟამად ერისთავის ქუჩით ღრმაღელეს დაუკავშირდა. რკინიგზის ხიდქვეშა, გზაგამტარით ყოფილი საბჭოს ქუჩა დაუკავშირდა რკინიგზის გადაღმა მდებარე კვარტლებს. უფრო მოგვიანებით ვერისა და მთაწმინდის ფერდობზე გადის და ფუნიკულიორის ქვედა სადგურს უერთდება. გრძელდებოდა უაღრესად მნიშვნელოვანი სამუშაოები სანაპირო მაგისტრალების გასაყვანად მტკვრის ორივე მხარეს, მათ შორის აღსანიშნავია მეტეხის პლატოს ქვეშ17159297_1036644259774735_4578026866595180125_o გამავალი კილომეტრიანი ორმაგი გვირაბი, რომელიც ხიდი-ესტაკადით და ფერდობზე გაჭრილი გზით 300 არაგველის ხიდს უკავშირდება. აღსანიშნავია აგრეთვე ჩელუსკინელების ხიდისა და მარჯვენა სანაპიროს შემაერთებელი გზა-ესტაკადა; იგი მტკვრის ტერასის ციცაბო კალთებზეა გაყვანილი.
​თბილისის ტერიტორიული ზრდა მტკვრის გასწვრივ, მის ორივე მხარეს, მათ შორის ახალი კავშირების დამყარებას საჭიროებდა. XIX-XX საუკუნეებში მტკვარზე აგებულ რამდენიმე ხიდთან ერთად სხვადასხვა ადგილას ბორანიც მოქმედებდა. ამჟამად ქალაქში 9 ხიდია, რომელთაგან 5 დროთა განმავლობაში განახლდა ან თავიდან აიგო. მათ შორის: მეტეხის ხიდი აიგო 1951 წელს ავლაბრისა და მეტეხის საცალფეხო ხიდების ნაცვლად, ბარათაშვილის ხიდი 1965 წელს მუხრანის ხიდის ნაცვლად, სამასი არაგველის ხიდი, 1955 წელს მანამდე არსებული ხიდის ნაცვლად აიგო, როგორც ორთაჭალჰესის კაშხალის შემადგენელი ნაწილი. საბჭოთა ეპოქაში ჩელუსკინელების ხიდის გარდა აიგო დიდუბის ხიდი, რომელიც აერთებს დიღომსა და დიდუბეს, ორთაჭალის ხიდი – აკვედუკი აერთებს ორთაჭალასა და ნავთლუღს და ვახუშტის ბაგრატიონის ხიდი აერთებს საბურთალოს და დიდუბეს.

წყარო:საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, “თბილისი”.

17192422_1036644619774699_8829400217986633476_o 17240461_1036644586441369_7836808920898337795_o 17240697_1036644083108086_3107203278545887445_o15403712_10208337702223455_230111580209303276_o 15493719_10208337704503512_1332073025233552649_o 15540665_10208337705623540_5513780613018568172_o 15493634_10208337704063501_8288829536470589552_o 108192380-e1490614225614

კომენტარი