საზოგადოებრივი ტუალეტები თბილისში 30 ადგილზე მოეწყობა

საზოგადოებრივი ტუალეტები თბილისში 30 ადგილზე მოეწყობა

6173
გაზიარება

თბილისის მასშტაბით საზოგადოებრივი ტუალეტების მოწყობა იგეგმება, რომლებიც პირველ ეტაპზე 30 ადგილზე განთავსდება, ძირითადად მეტროსადგურებთან, სკვერებსა და პარკებში. კონსტრუქცია მოიცავს 8 მ2 -მდე ფართს და აღჭურვილი იქნება ანტიბაქტერიული მასალით დამზადებული ბავშვის გამოსაცვლელი მაგიდით. საზოგადოებრივი საპირფარეშო იფუნქციონირებს ნაღდ ანგარიშსწორებაზე, ან სპეციალურ ბარათებზე, მაგალითად „მეტრომანზე“.
კომპანია, რომელიც საპირფარეშოებს ააშენებს, მიწის ნაკვეთები 20 წლიანი სარგებლობის უფლებით გადაეცემა.
​როგორც “სითი კვირას” თბილისის მერიაში განუცხადეს, საზოგადოებრივი ტუალეტები პირველ ეტაპზე განთავსდება მეტროსადგურების: “დიდუბის” ქვედა და ზედა შესასვლელებთან, “ისნის”, “ავლაბრის”, “ნაძალადევის”, “სადგურის მოედნისა” და “სარაჯიშვილის” მიმდებარედ.
ბაღებსა და პარკებში: ალექსანდრეს ბაღში; რიყის პარკში-2; აღმაშენებლის გამზირის №19-ში არსებულ სკვერში; დ. გურამიშვილის ქუჩაზე კიკვიძის ბაღში-3; კუს ტბასთან და კუს ტბის გზაზე რესტორან “რაჭას” მიმდებარედ; დიღმის მასივში, მაიაკოვსკის სახელობის სკვერში და საბურთალოს სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე.108604461_354416170
​ასევე ქუჩებზე: ქეთევან წამებულის ქუჩის №76 მოპირდაპირე მხარეს, ც. დადიანის ქუჩაზე გადასასვლელი ხიდის მიმდებარედ; ი. ჭავჭავაძის გამზირის №30-ის მიმდებარედ; ათონელის ქუჩაზე, ჩაჩავას ქუჩის №1-ის, ყაზბეგისა და პეკინის ქუჩების კვეთაზე; დიღმის მასივში, ე. მიქელაძის ქუჩა №12-ში; სააკაძის მოედანზე; ორთაჭალის ავტოსადგურის მიმდებარედ და მის მოპირდაპირედ გულიას ქუჩაზე. მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, კომპანია “ყაზბეგის” ლუდის ქარხნის მიმდებარედ; მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, კერძოდ, ე.წ. ელიავას ბაზრობის მიმდებარედ და აგლაძის ქუჩაზე, ბაზრობის ზედა შესასვლელთან; წინამძღვრიშვილის ქუჩაზე „დეზერტირების ბაზრობის” მიმდებარედ; კახეთის გზატკეცილზე -3 (ლილო); ა. წერეთლის გამზირზე “დინამოს” მიმდებარედ; ბაგებში, სტუდქალაქის ტერიტორიაზე, ავტობუსების ბოლო გაჩერებაზე.​
თბილისის მერიის ​სსიპ ქონების მართვის სააგენტო აუქციონს უახლოეს ხანებში გამოაცხადებს. აუქციონის პირობების თანახმად, საზოგადოებრივი საპირფარეშო ადაპტირებული უნდა იყოს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის, როგორც ტექნოლოგიური მოწყობილობით, ასევე ფართით. საინფორმაციო წარწერებზე კი გათვალისწინებული უნდა იყოს ბრაილის შრიფტი.0_b638c_fe2bfffd_orig
საზოგადოებრივი საპირფარეშო უნდა იყოს თანამედროვე დიზაინის, ლითონის კარკასზე აწყობილი მსუბუქი ნაგებობა საძირკვლის გარეშე, რომელიც გარე და შიდა მოხმარებისთვის ანტივანდალური მასალით იქნება მოპირკეთებული.
საზოგადოებრივი ტუალეტისთვის შექმნილი კონსტრუქციის გარე ფასადი, ასევე შესაძლებელია გამოიყენონ ჩაშენებული ბანკომატის, გადახდის აპარატის ან სხვა აპარატურის დასამონტაჟებლად.
მათივე ინფორმაციით, აუქციონში გამარჯვებული ვალდებულებას აიღებს საზოგადოებრივი საპირფარეშოს მოვლა-პატრონობასა და სანიტარულ-ჰიგიენური პირობების დაცვაზე. მოიჯარე, ასევე, ვალდებული იქნება, უზრუნველყოს ცხელი ხაზის მუშაობა კვირაში 7 დღის განმავლობაში, 24 საათიანი სამუშაო რეჟიმით.

კომენტარი