მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლის პედაგოგებმა ეროვნულ სკრინინგ ცენტრში უფასო გამოკლვევები ჩაიტარეს

მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლის პედაგოგებმა ეროვნულ სკრინინგ ცენტრში უფასო გამოკლვევები ჩაიტარეს

853
გაზიარება

დაავადებათა სკრინინგის პროგრამით გათვალისწინებული უფასო გამოკვლევებით, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის პედაგოგებმა 28 აპრილს ისარგებლეს.
როგორც “სითი კვირას” სკრინინგ ცენტრში განუცხადეს, გამოკვლევების ჩატარებამდე, თბილისის მერიის ეროვნული სკრინინგ ცენტრისა და მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ერთობლივი ინიციატივით, პროგრამაში ჩართვის მსურველ პედაგოგთა სიები შედგა და გამოკვლევებისთვის კონკრეტული დღეები შეირჩა. ვიზიტისთვის ოპტიმალური საათები პედაგოგთა დატვირთული სამუშაო გრაფიკის გათვალისწინებით შეადგინეს, რათა მაქსიმალურად ორგანიზებული ყოფილიყო დაავადებათა სკრინინგის პროგრამით გათვალისწინებული უფასო გამოკვლევების პროცედურები.
მათივე ინფორმაციით, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის პედაგოგთა ორგანიზებული სკრინინგი, ასევე, დაგეგმილია 2 მაისს.
“ეროვნული სკრინინგ ცენტრი მომავალშიც მზადაა, ყველა საჯარო თუ კერძო დაწესებულებისთვის გამოყოს კონკრეტული დღე ან დღეები, რათა მათი თანამშრომლებისთვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გახდეს დაავადებათა სკრინინგის პროგრამით გათვალისწინებული უფასო გამოკვლევები”,- აცხადებენ სკრინინგ ცენტრში
შეგახსენებთ, რომ თბილისში რეგისტრირებულ საქართველოს მოქალაქეებს, თბილისის მერიის დაავადებათა სკრინინგის პროგრამის ფარგლებში, შეუძლიათ უფასოდ ჩაიტარონ: ძუძუს გამოკვლევები – 40-დან 70 წლის ჩათვლით; საშვილოსნოს ყელის გამოკვლევები – 25-დან 60  წლის ჩათვლით; პროსტატის გამოკვლევა – 50-დან 70 წლის ჩათვლით; მსხვილი ნაწლავის გამოკვლევები – 50-დან 70 წლის ჩათვლით.

კომენტარი