ვაჟა-ფშაველას გამზირზე ოვალური თარგის გამწვანების სამუშაოები დასრულდა (ფოტო)

ვაჟა-ფშაველას გამზირზე ოვალური თარგის გამწვანების სამუშაოები დასრულდა (ფოტო)

1209
გაზიარება

თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე, ოვალური თარგის გამწვანების სამუშაოები დასრულდა. სამუშაოების ფარგლებში, ტერიტორიაზე მიწის ზედაპირი გამოიცვალა, სარწყავი სისტემა აღდგენილია, დეკორატიული სანათები დაიდგა, იშვიათი ჯიშის ხე-მცენარეები დაირგო – 15 ძირი მრავალწლოვანი ზეთისხილი, ლეილანდები, არიზონას კვიპაროსები, ჯუჯა ფოტინიები, ვარდები, სეზონური ყვავილები და რულონური ბალახი დაიგო.
​როგორც „სითი კვირას“ თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურში განუცხადეს, სამუშაოები დედაქალაქის იერსახის და ეკოლოგიური გარემოს გაუმჯობესების მიზნით განხორციელდა. დასრულებული სამუშაოები თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, მოადგილე გიგა ნიკოლეიშვილთან და ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროს გოგა წერეთელთან ერთად დაათვალიერა.
„ჩვენ მეორე ეტაპის სამუშაოებსაც განვაგრძობთ. ვაჟა-ფშაველას ძეგლიდან ახალ, მშენებარე მეტროსადგურამდე ტერიტორია მთლიანად კეთილმოეწყობა, უკეთ გამწვანდება და ქალაქში კიდევ ერთი ძალიან საინტერესო სივრცე შეგვემატება“,- განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ.

კომენტარი