კაჭარავას ქუჩაზე ახალი სპორტული მოედანი მოეწყო და მცენარეები დაირგო

კაჭარავას ქუჩაზე ახალი სპორტული მოედანი მოეწყო და მცენარეები დაირგო

166
გაზიარება

თბილისის გლდანის რაიონში, კაჭარავას ქუჩაზე ახალი სპორტული მოედნის გახსნის ცერემონია გაიმართა. ღონისძიებას გლდანის რაიონის გამგებელი დიმიტრი ორმოცაძე და პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი კობა კობალაძე დაესწრნენ და მოსახლეობასთან ერთად, სტადიონის მიმდებარედ ნერგები დარგეს.
​როგორც „სითი კვირას“ გლდანის რაიონის გამგეობაში განუცხადეს, სამუშაოების ფარგლებში, 264 კვ.მ ფართობზე ბალახის ხელოვნური საფარი დაიგო, ფეხბურთის კარი დამონტაჟდა და კალათბურთის თანამედროვე სტანდარტის ფარები მოეწყო.

18296934_1614272381931232_905531338_o

კომენტარი