ბინისთვის ნომრის მინიჭება ან ცვლილება უფასოა – საჯარო რეესტრი

ბინისთვის ნომრის მინიჭება ან ცვლილება უფასოა – საჯარო რეესტრი

321
გაზიარება

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ინფორმაციით, ბინისთვის ნომრის მინიჭება, ან ნომრის ცვლილება უფასოა და რამდენიმე მიზეზის გამო ხორციელდება: თუ არ არსებობს ნუმერაცია, არსებული ნუმერაცია არალოგიკური ან არასწორია და, როდესაც დუბლირებულია მისამართები, ან ნომრები.
როგორც “სითი კვირას” საჯარო რეესტრში განუცხადეს, ბინისთვის ნომრის მინიჭების, ან ცვლილებისათვის დაინტერესებულმა პირმა უნდა მიმართოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს ან იუსტიციის სახლს. სარეგისტრაციოდ საჭიროა შემდეგი დოკუმენტების წარდგენა: განცხადება;
დაინტერესებული პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; საკუთრების, ან სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს საიტს: https://napr.gov.ge/p/287
18278602_1456925214359332_7044805435339870643_o

კომენტარი