თბილისის ზღვის გარშემო ტერიტორია 12 სხვადასხვა ფუნქციურ ზონად დაიყოფა – დავით ნარმანია

თბილისის ზღვის გარშემო ტერიტორია 12 სხვადასხვა ფუნქციურ ზონად დაიყოფა – დავით ნარმანია

1265
გაზიარება

დედაქალაქის მერის, დავით ნარმანიას განცხადებით, თბილისის ზღვის გარშემო ტერიტორია 12 სხვადასხვა ფუნქციურ ზონად დაიყოფა, იქ არ აშენდება მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსები, არამედ ტერიტორია განვითარდება სპორტულ-გამაჯანსაღებელი და რეკრეაციული ფუნქციით.
​როგორც დავით ნარმანიამ ბორჯომში გამართულ სემინარზე ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა, თბილისის ზღვაზე 250 მლნ ევროს ინვესტიციის განხორციელება იგეგმება, საუბარია არა წყლის სანაპიროს არამედ ზედა ტერიტორიაზე.
“ჩემი დავალებით მომზადდა თბილისის ზღვის განვითარების გეგმა, რომელიც გადავეცით ​​თბილისის მიწათსარგებლობის განახლებულ გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფს, რათა ჩაიდოს ძირითად გეგმაში. გენგეგმის ჯგუფის წევრების მხრიდან თბილისის ზღვის განვითარების გეგმასთან დაკავშირებით გარკვეული შენიშვნები გამოითქვა, რომელთა გათვალისწინებით გეგმა დაიხვეწა”, – განმარტა დავით ნარმანიამ.
​მისივე ინფორმაციით, თბილისის ზღვაზე ეკოლოგიურად სუფთა გარემო შენარჩუნდება.
ბორჯომში, 6-7 მაისს, თბილისის მერიის მიერ ორგანიზებულ სემინარზე, დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ ჟურნალისტებს დედაქალაქის მთავრობის მუშაობის 2016 წლის ანგარიში წარუდგინა და სამომავლო გეგმები გააცნო.

კომენტარი