თბილისის ცენტრალური პარკი ძველი ზოოპარკის ადგილას გაშენდება 

თბილისის ცენტრალური პარკი ძველი ზოოპარკის ადგილას გაშენდება 

630
გაზიარება

თბილისის ცენტრალური პარკი შესაძლოა, გმირთა მოედნის მიმდებარედ, ძველი ზოოპარკის ადგილას გაშენდეს, მანამდე ეტაპობრივად მიმდინარეობს ზოოლოგიური პარკის თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე გადატანის პროცესი.
​როგორც “სითი კვირას” თბილისის მერმა დავით ნარმანიამ განუცხადა, ახალი ზოოპარკის მშენებლობა მთლიანად დედაქალაქის ბიუჯეტიდან დაფინანსდება, მაგრამ იმის, გამო, რომ მშენებლობისთვის საკმაოდ სოლიდური თანხაა საჭირო, ის ეტაპობრივად დაფინანდება.
“თბილისის ახალი ზოოპარკის მშენებლობას მთლიანად დედაქალაქის ბიუჯეტი დააფინანსებს, მაგრამ ეს მოხდება ეტაპობრივად, რადგან ერთბაშად 40 მლნ ლარის მოძიება გვიჭირს. პარალელურად მდინარე ვერეს კალაპოტის ფორმირების სამუშაოები განხორციელდა, რისთვისაც დედაქალაქის ბიუჯეტიდან 1 558 000 ლარამდე დაიხარჯა.15064259_1366337020058104_2076896442_o სამუშაოების ფარგლებში, მდინარის ნაპირზე დამბა, დამბის წინა მხარეს კი ბეტონის დამცავი საფარი, ბეტონის ბალიშებით მოეწყო, რომელიც გაცილებით მყარია და წყლის დარტყმის ძალას უძლებს”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
მისივე ინფორმაციით, ​​თბილისის ზღვაზე ზოოლოგიური პარკის გადატანის პროცესი საშუალოდ 3-4 წლის განმავლობაში გაგრძელდება.
მისივე ინფორმაციით, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე შარშან ძაღლსაშენი აშენდა, წელს კი, 20-მდე ახალი ვოლიერების გაკეთება იგეგმება. მზად არის ახალი ვოლიერები დათვებისა და მგლებისთვის, რომლებსაც თბილისის ზღავზე უახლოეს დღეებში გადაიყვანენ.
​როგორც თბილისის ზოოპარკის დირექტორი ზურაბ გურიელიძე აცხადებს, ახალი ვოლიერები შედარებით დიდი ზომისაა, ისინი ძველი ვოლიერებისგან განსხვავებულია კონცეფტუალურად და ფუნქციურადაც, მათი პრინციპული დანიშნულებაა, არა მარტო დამთვალიერებელს გააცნოს ცხოველები, არამედ კონსერვაციის სამუშაოებიც წარიმართოს. თითო ვოლიერის ფართობი ერთ ჰექტარზე მეტს, დაახლოებით 12 000 მ2-ს მოიცავს. ი დაახლოებით ერთ ჰექტარს მოიცავს.

კომენტარი