თბილისის შემოგარენში ახალი ნერგებით ათასობით გამხმარი ხე ჩანაცვლდა – ნინა ხატისკაცი (ვიდეო)

თბილისის შემოგარენში ახალი ნერგებით ათასობით გამხმარი ხე ჩანაცვლდა – ნინა ხატისკაცი (ვიდეო)

497
გაზიარება
დედაქალაქის ხედი წავკისის ველიდან

თბილისის მერის მოადგილე ნინა ხატისკაცის ინფორმაციით, წავკისის ველზე და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ათასობით გამხმარი ხე, ახალი ნერგებით ჩანაცვლდა და ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება.
​როგორც ნინა ხატისკაცმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას დღეს განაცხადა, თითოეული ხის გამოტანას და შედგომში ჩანაცვლებას დიდი რესურსი სჭირდება. დედაქალაქში და მის შემოგარენში ამ დროისთვის დაახლოებით 700 000 ათასი ნერგი არის დარგული. ამაში შედის, როგორც მცირე ისე დიდი ზომის ხე-მცენარეები.
„თითოეული ჩვენგანი დავდივართ ვერეს ხეობაში და ვამოწმებთ ნერგების მდგომარეობას. შარშან დიდი ამბავი ატყდა, ყველას აღელვებდა ის რომ ხეები გახმა. ახლა თუ გავივლით, ვნახავთ, რომ არცერთი ხე არ არის გამხმარი, თუმცა ამაზე ახლა არავინ საუბრობს“, – განაცხადა ხატისკაცმა.
​მისივე განმარტებით, გამხმარი ხეების ჩანაცვლება ბიუჯეტის ხარჯზე არ ხდება და ეს რეგულაცია კონტრაქტორ კომპანიასთან დადებულ ხელშეკრულებაში დევს. ამ თვალსაზრისით იდება ორწლიანი, ზოგ შემთხვევაში სამწლიანი კონტაქტები.
“ეს ნიშნავს იმას, რომ თითოეული გამხმარი ხე ჩანაცვლდება ახლით. კონტრაქტორს მათი მოვლის ვალდებულებაც ეკისრება და 100 %-იანი ჩანაცვლებისაც. ჩანაცვლება არ ხდება ყოველდღიურად, ჩანაცვლებას აქვს თავისი დრო. უნდა იყოს შესაბამისი სეზონი, შესაბამისი კლიმატი და შესაბამისი ნერგი. რაც შეეხება შემდგომ პერიოდს, ეს უკვე ბუნებრივი პროცესებია. ხეების დიდი ნაწილი რა თქმა უნდა გადარჩება”, – აცხადებს მერის მოადგილე.

კომენტარი