რატომ შეჩერდა ქალაქის “თბილისის ზღვის” მხარეს განვითარება – ​თბილისის ექსტენსიური ზრდის ხარვეზები

რატომ შეჩერდა ქალაქის “თბილისის ზღვის” მხარეს განვითარება – ​თბილისის ექსტენსიური ზრდის ხარვეზები

743
გაზიარება

თბილისის ტერიტორიის საგრძნობ ზრდასა და მოსახლეობის მატებასთან ერთად, საჭირო გახდა დედაქალაქის განვითარების ახალი გენერალური გეგმის შემუშავება. 1970 წელს დამტკიცდა თბილისის რეკონსტურქციისა და პერსპექტიული განვითარების გენერალური გეგმა, რომელიც 1968 – 2000 წლებზე იყო გათვლილი.
დედაქალაქის მცხეთასთან და რუსთავთან შეზრდის საშიშროების თავიდან აცილების მიზნით, შემუშავდა თბილისის ტერიტორიის ახალი მიმართულებით განაშენიანების პროექტი. კერძოდ, ქალაქის განვითარება გათვალისწინებული იყო “თბილისის ზღვის” მხარეს, რომელიც რკინიგზის ხაზის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარეობს (გლდანის, ავშნიანის, ავჭალის, ლოტკინის გორის, ვარკეთილის და სხვა რაიონები). 0_a527d_d806c210_origამასთან დიდი ყურადღება ექცეოდა მაღალი შენობების 9 და 16 სართულიანი საცხოვრებელი ახლების მშენებლობას, არ იყო აგრეთვე უგულებელყოფილი ქალაქის ზრდა ისტორიულად ჩამოყალიბებული სიგრძივი ღერძის ორივე მიმართულებით. როგორც შემდგომში მშენებლობის დროს გამოირკვა, თბილისის უპირატესად განივი განვითარების მნიშვნელობა ზღვის მხარეს გეგმაში გადაჭარბებით იყო შეფასებული. ქალაქისთვის დამახასიათებელი ხაზობრივი განვითარების ტენდენცია ტერიტორიული ზრდის წარმმართველი დარჩა (ვაშლიჯვარი, ფონიჭალა, ლილე, ავჭალა, დიდი დიღომი).
​თბილისის ექსტენსიური ზრდა, რამაც ქალაქს ახალი “საძილე” მასივები შესძინა, გარკვეულწილად შემაფერხებელი აღმოჩნდა საქალაქო ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისთვის, ახალი რაიონების უმრავლესობა თავისი პერიფერიული მდებარეობის, რელიეფური ზღუდეების და ჯერ კიდევ სუსტი სატრანსპორტო კავშირების გამო, ძნელად დასაკავშირებე8ab21133354bლი აღმოჩნდა ცენტრთან. ასევე, გაძნელებულია ამ უბნების ურთიერთკავშირი.
ქალაქმშენებლობის არსებით ნაკლად უნდა ჩაითვალოს ის ფაქტი, რომ მათი უმეტესი ნაწილი – თემქა, გლდანი, მუხიანი, ვაჭლიჯვარი და სხვა, ერთადერთი მისასვლელი საავტომობილო გზით არის დაკავშირებული ქალაქის სხვადასხვა რაიონების სატრანსპორტო მაგისტრალებთან. დიდი ქალაქის დაგეგმარებისა და განაშენიანების პრინციპი კი მოითხოვს, რომ ამ დიდ ტერიტორიაზე “გაფანტული”, საკმაოდ დიდი რაიონების დამაკავშირებელი გზები, რამდენიმე იყოს, ხოლო მათ შორის მაგისტრალური ქუჩები ფართო და ლამაზად განაშენიანებულ გამზირებს უნდა წარმოადგენდნენ.

​წყარო: თბილისი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკურ-გეოგრაფიული გამოკვლევა

კომენტარი