ლეღვთახევი წყალმოვარდნის მხრივ ერთ-ერთი საყურადღებო ტერიტორია – ლაშა სუხიშვილი

ლეღვთახევი წყალმოვარდნის მხრივ ერთ-ერთი საყურადღებო ტერიტორია – ლაშა სუხიშვილი

592
გაზიარება

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის წევრ ლაშა სუხიშვილის აზრით, თბილისში წყალმოვარდნის მხრივ ერთ-ერთი საყურადღებო ტერიტორია ლეღვთახევია, სადაც ვიწრო, კანიონისებურ ხეობაში მომდინარე პატარა მდინარის კალაპოტში, ხშირ ნალექს ადვილად შეუძლია სერიოზული საშიშროება წარმოქმნას. ​
​​როგორც ლაშა სუხიშვილმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას განმარტა, ლეღვთახევში, რომელიც ტურისტებისთვის მიმზიდველი ადგილია, ხშირია წყალმოვარდნის შემთხვევები.
“ამ პატარა მდინარეში, ამ პატარა კალაპოტში წყალმოვარდნის ჩამოყალიბება ძალიან მარტივია. მეორე მხრივ საფრთხილოა, რომ იქ შესული ადამიანისთვის გაქცევა არც ისე მარტივია, რადგან ვიწრო ხეობაა და განზე ვერ გაიწევა“, – განაცხადა სუხიშვილმა.
მისივე ინფორმაციით, 2015 წლის 13 ივნისს, მდინარე ვერეს გარდა, წყლის ადიდება ლეღვთახევშიც მოხდა, მაგრამ ეს ფაქტი მაშინ ვერეს ხეობაში დატრიალებულმა ტრაგედიამ გადაფარა.
„მაშინ უბრალოდ გაგვიმართლა, რომ არავინ იმყოფებოდა ამ ტერიტორიაზე. ან ვინც იმყოფებოდა, დროზე გამოაღწია. ეს ამბავი მდინარე ვერეს ადიდებამ გადაფარა”, – განაცხადა სუხიშვილმა.

ფოტო: კახა ხუციშვილი

 

 

კომენტარი