თბილისის ახალ ზოოპარკში პირველი ბინადრები გადაიყვანეს

თბილისის ახალ ზოოპარკში პირველი ბინადრები გადაიყვანეს

243
გაზიარება

თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე მშენებარე ზოოლოგიური პარკის ახალ ტერიტორიაზე პირველი ბინადრები, კავკასიაში გავრცელებული ცხოველები, 4 მგელი და 3 დათვი უკვე გადაყვანილია. ახალი ვოლიერები გერმანიის მთავრობის დაფინანსებით აშენდა და თითოეულის ფართობი 1 ჰა-ზე მეტია. მომდევნო ეტაპზე ირმებსა და ნიამორებს გადაიყვანენ. მათი ვოლიერებიც გერმანიის მთავრობის დაფინანსებით შენდება.
თბილისის ახალი ზოოპარკი დღეს ოფიციალურად გაიხსნა, საზეიმო ცერემონიას თბილისის მერიის, გერმანიის საელჩოსა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) წარმომადგენლები დაესწრნენ.
როგორც “სითი კვირას” თბილისის ზოოპარკში განუცხადეს, ზოოპარკის შემდგომი განვითარება – ცხო18519518_1773987559283047_6807350815057069974_nველების კოლექციის გამდიდრება და სრულყოფილი ინფრასტრუქტურის მოწყობა, მის ამჟამინდელ ტერიტორიაზე, კერძოდ, გმირთა მოედნის მიმდებარედ, ადგილის სიმცირის გამო შეუძლებელია. ახალი ტერიტორია 48 ჰა-ს მოიცავს და საერთაშორისო სტანდარტების ზოოპარკის აშენების შესაძლებლობას იძლევა, კერძოდ, ვოლიერების უმრავლესობა თხრილებით, არხებითა და მსუბუქი კონსტრუქციებით შემოისაზღვრება, ზღვის ტერიტორიაზე არსებული ლანდშაფტი ცხოველების ბუნებრივი საცხოვრებელი არეალის მსგავს გარემოს შექმნის და დამთვალიერებლისთვისაც უფრო მეტად საინტერესო საგანმანათლებლო-დასასვენებელი სივრცე მოეწყობა.
თბილისის ზოოპარკის დირექტორ ზურაბ გურიელიძის ინფორმაციით, დათვი ერთ-ერთი პრობლემური სახეობაა საქართველოში – დატყვევებულ დათვებს კ18489625_1735517576464835_2890212638245410001_oერძო პირებთან, ან სხვადასხვა დაწესებულებაში, აუტანელ პირობებში უწევთ არსებობა. ახალ ვოლიერში დაახლოებით 10 მათგანს შეიფარებენ და იხსნიან გაუსაძლისი ყოფისგან.
გარდა ამისა, გეგმავენ დაობლებული ბელების ბუნებაში დაბრუნების პროგრამის განხორციელებას. საგანგებოდ ბელებისთვის აგებულ ვოლიერში ცხოველი რეინტროდუქციისთვის მომზადდება, მისი ბუნებაში დაბრუნების მიზნით.
“ეს უდიდესი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება გარემოსდაცვით საქმიანობაში. დიდი მადლობა გერმანიის მთავრობას, რომ მოგვცა ჩვენი გეგმების რეალიზაციის შესაძლებლობა“, – აცხადებს თბილისის ზოოპარკის დირექტორი ზურაბ გურიელიძე.
მისივე თქმით, ახალი ზოოპარკის ინფრასტრუქტურის სრულ მოწესრიგებამდე, ცხოველების დათვალიერება საცხენოსნო ტურების ფარგლებში იქნება შესაძლებელი.

კომენტარი