რუსთავის გზატკეცილზე ბულვარში ბავშვებისთვის ველობილიკი მოეწყო

რუსთავის გზატკეცილზე ბულვარში ბავშვებისთვის ველობილიკი მოეწყო

26
გაზიარება

​თბილისის კრწანისის გამგეობამ, რუსთავის გზატკეცილზე მდებარე ბულვარში გამწვანების ღონისძიებები დაიწყო. ბულვარის საფეხმავლო ბილიკის გასწვრივ ცოცხალი ღობე მოეწყო, სადაც 2000 ძირი კვიდოს ნერგი დაირგო.
როგორც “სითი კვირას” გამგეობაში განუცხადეს, 300-მეტრის სიგრძის ბულვარის რეაბილიტაცია ერთი თვის წინ დაიწყეს, რის ფარგლებში უკვე მოეწყო ახალი ბილიკები, მათ შორის, ველობილიკი ბავშვებისთვის.
დაგეგმილია დეკორატიული განათებისა და გასართობი სივრცეების მოწყობა. ტერიტორიის გამწვანებასთან ერთად, პროექტით, ასევე, გათვალისწინებულია სარწყავი სისტემის მონტაჟი და ამორტიზებული შადრევნის აღდგენა.
გამწვანების აქციაში მონაწილეობა მიიღეს თბილისის მერის მოადგილე გიგა ნიკოლეიშვილმა და კრწანისის გამგებელმა გიორგი კოპალეიშვილმა.
დედაქალაქის მთავრობის წევრებმა ბულვარში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოებიც დაათვალიერეს.

კომენტარი