GWP, რამდენიმე დაწესებულებას წყალმომარაგების გადასახადს სრულად დაუფინანსებს

GWP, რამდენიმე დაწესებულებას წყალმომარაგების გადასახადს სრულად დაუფინანსებს

150
გაზიარება

საზოგადოების სოციალურად ყველაზე დაუცველ ჯგუფებზე ზრუნვის მიზნით, თბილისის წყალმომმარაგებელი კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი”, დობილ კომპანიებთან ერთად, დღეიდან, მთელი წლის განმავლობაში სრულად დაუფინანსებს წყალმომარაგების გადასახადს: ბავშვთა მცირე საოჯახო ტიპის ორ სახლს, მიუსაფარ ბავშვთა ორ თავშესაფარს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა ერთ დღის ცენტრს, ბავშვთა ორ დღის ცენტრს, მოხუცთა ერთ თავშესაფარს და მოხუცთა ერთ უფასო სასადილოს.
როგორც “სითი კვირას” კომპანიაში განუცხადეს, ზემოთ ჩამოთვლილთაგან 5 დაწესებულება გაერთიანებულია კოალიციაში – „ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის”, რომელთანაც  „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა” ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი დღეს გააფორმა.
მათივე განმარტებით, მემორანდუმის მიზანია, ბიზნესისა და არასამთავრობო ორგანიზაციის ერთობლივი მუშაობით ბავშვებისა და ახალგაზრდების კეთილდღეობის გაუმჯობესება.
„კოალიცია ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის” არის თანასწორუფლებიანობის პრინციპზე დაფუძნებული, ბავშვებისა და ახალგაზრდების საკითხებზე ორიენტირებული საზოგადოებრივი ორგანიზაციების გაერთიანება, რომლის მიზანი ქვეყანაში ბავშვებისა და ახალგაზრდების კეთილდღეობის არსებული სისტემის განვითარება და მათი უფლებების დაცვის ხელშეწყობაა”,- აცხადებენ GWP-ში და დასძენენ, რომ კომპანია, დობილ კომპანიებთან ერთად, მომავალშიც აქტიურად აპირებს სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით გრძელვადიანი პროექტების განახორციელოს.

კომენტარი