გივი ბერიკაშვილს თბილისში ბიუსტი დაუდგეს (ფოტოკოლაჟი)

გივი ბერიკაშვილს თბილისში ბიუსტი დაუდგეს (ფოტოკოლაჟი)

1167
გაზიარება

ქართული კინოსა და თეატრის გამორჩეული ვარსკვლავის, საქართველოს სახალხო არტისტს, კოტე მარჯანიშვილისა და იპოლიტე ხვიჩიას სახელობის პრემიის ლაურეატს, “ხელოვნების ქურუმს”, თბილისის საპატიო მოქალაქე გივი ბერიკაშვილს ბიუსტი, თბილისში, ​საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმის „უკვდავთა ბაღში“ დაუდგეს.
ბიუსტი საქართველოს პრემიერ – მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, თბილისის მერმა დავით ნარმანიამ და კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ გახსნეს.
ღონისძიებას თბილისის მერის მოადგილე ნინა ხატისკაცი და კულტურის სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ბიუსტის გახსნასთან ერთად, მუზეუმში გივი ბერიკაშვილის ფოტოებიც გამოიფინა.
თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და ხელოვნებაში გივი ბერიკაშვილის უდიდეს წვლილზე ისაუბრა.
მისი თქმით, გივი ბერიკაშვილი იყო შესანიშნავი ადამიანი, რომელმაც ქართულ კინოხელოვნებაში ძალიან დიდი შემოქმედება დატოვა და „უკვდავთა ბაღში“ მისი ბიუსტის გახსნა სახალხო არტისტის კიდევ ერთხელ დაფასებაა.
როგორც “სითი კვირას” ხელოვნების სასახლეში განუცხადეს, გივი ბერიკაშვილის სკულპტურული პორტრეტი მისმა მეგობარმა, მოქანდაკე თემურ ჭყონიამ, მის სიცოცხლეშივე შექმნა​, რომელიც შემდგომ თბილისის მერიის ხელშეწყობით ბრინჯაოში ჩამოისხა.
სასახლის “უკვდავთა ბაღში” მანამდე, სოფიკო ჭიაურელის, გურამ საღარაძის, ომარ კელაპტრიშვილის, ალექსანდრე სლოვინსკისა და სხვა ცნობილი ხელოვანებისა და საზოგადო მოღვაწეების ბიუსტები დაიდგა.

კომენტარი