გლდანის პირველ და მეშვიდე მიკრო რაიონებში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს

გლდანის პირველ და მეშვიდე მიკრო რაიონებში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს

192
გაზიარება

​თბილისის ერთ-ერთ გარეუბანში, გლდანის პირველი მ/რ-ის # 13 კორპუსთან გზის ორმოულის შეკეთების სამუშაოები მიმდინარეობს,რომლის ფარგლებშიც ხორციელდება გზის დაზიანებული მონაკვეთების რეაბილიტაცია და იგება ასფალტის ახალი საფარი.
როგორც “სითი კვირას” გლდანის რაიონის გამგეობაში განუცხადეს, საგზაო სამუშაოები დაიწყო ასევე, ​გლდანის მე-7 მ/რ-ის #5 კორპუსის მიმდებარედ, სადაც გზის კაპიტალური შეკეთება იგეგმება. სამუშაოების ფარგლებშიც განხორციელდება დაზიანებული გზის რეაბილიტაცია, ასფალტის საფარი ორ ფენად დაიგება და გამოიცვლება ბორდიურები.
სამუშაოებს გლდანის რაიონის გამგეობის დაკვეთით სამშენებლო კომპანია “მაგისტრალი” ახორციელებს.

კომენტარი