ყიფშიძის ქუჩაზე სკვერის და სპორტული მოედნის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ყიფშიძის ქუჩაზე სკვერის და სპორტული მოედნის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

44
გაზიარება

თბილისის ვაკის რაიონში, ყიფშიძის ქუჩაზე სკვერის და სპორტული მოედნის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამუშაოებს ვაკის რაიონის გამგეობა ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში ახორციელებს.

როგორც “სითი კვირას” ვაკის რაიონის გამგეობაში განუცხადეს, გეგმის თანახმად, ჟიული შარტავას სახელობის სკვერის სრული რეაბილიტაცია განხორციელდება, განახლდება ბილიკები, დაიგება რბილი საფარი, დამონტაჟდება ახალი საქანელები, სკამები, სანაგვე ურნები, სკვერის ტერიტორიაზე მოეწყობა სავარჯიშო ტრენაჟორების მოედანი. გარდა ამისა, სკვერში დაირგვება ახალი ხეები და მცენარეები. რაც შეეხება სპორტულ მოედანს, სტადიონზე ღობე უკვე გამოიცვალა, შშმ პირთათვის პანდუსი მოეწყობა, კალათბურთის ახალი ფარები და ფეხბურთის კარი დამონტაჟდება, ბალახის ხელოვნური საფარი დაიგება.

კომენტარი