შარაშიძის ქუჩაზე ავარიული სახლის ხის აივნები ბეტონის კონსტრუქციით შეიცვლება

შარაშიძის ქუჩაზე ავარიული სახლის ხის აივნები ბეტონის კონსტრუქციით შეიცვლება

76
გაზიარება

​თბილისის მთაწმინდის რაიონში, ვერაზე, შარაშიძის ქუჩის №6-ში ავარიული საცხოვრებელი სახლის გამაგრების სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის მიხედვით, უკვე გამაგრდა სახლის საძირკველი და მზიდი კედლები. ხის აივნები შეიცვლება ბეტონის კონსტრუქციით.
როგორც “სითი კგვირა” მთაწმინდის რაიონის გამგეობაში განუცხადეს, აღნიშნულ მისამართზე 16 ოჯახი ცხოვრობს. პროექტი თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში ხორციელდება, სადაც ღირებულების 90%-ს გამგეობა, ხოლო 10%-ს მოსახლეობა გადაიხდის. სამუშაოების საერთო ღირებულება 180 000 ლარს შეადგენს.
შარაშიძის ქუჩის №6-ში მიმდინარე სამუშაოები მთაწმინდის რაიონის გამგებელმა, გელა არჩვაძემ დაათვალიერა.
მისი თქმით, ავარიულ სახლში მოსახლეობა სიცოცხლისთვის საშიშ პირობებში ცხოვრობდა, ხოლო სამუშაოების დასრულების შემდეგ ისინი მშვიდ და უსაფრთხო გარემოში გააგრძელებენ ცხოვრებას.
ავარიული საცხოვრებელი სახლების გამაგრების სამუშაოები მთაწმინდის რაიონში, ამ დროისთვის ერთდროულად 16 მისამართზე მიმდინარეობს.
18491472_1361839813896899_1131614928667723418_o

კომენტარი