ჯანაშვილისა და ცხვედაძის ქუჩებზე საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს

ჯანაშვილისა და ცხვედაძის ქუჩებზე საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს

77
გაზიარება

​თბილისის ვაკის რაიონში, ჯანაშვილის ქუჩაზე მიმდინარე საგზაო სამუშაოები დასასრულს უახლოვდება. რეაბილიტაციის ფარგლებში, მოეწყო ტროტუარები, დამონტაჟდა ახალი ბაზალტის ბორდიურები, ორ ფენად დაიგო ასფალტის საფარი. პროექტის თანახმად, შეკეთდა გზის 2 100 მ2 ფართობი.
​როგორც “სითი კვირას” ვაკის რაიონის გამგეობაში განუცხადეს, ინფრასტრუქტურული სამუშაოები სხვა ქუჩებზეც მიმდინარეობს, კერძოდ, ცხვედაძის ქუჩის N60-ა, N60-ბ და N62-ის ტერიტორიაზე დაახლოებით 1000 კვ. მ -ის ფართობის გზა შეკეთდება. პროექტის ღირებულებაა 28 152 ლარია.
18491599_1698445273782555_4984131954247249875_o

კომენტარი