რა ეკოლოგიური საფრთხე ემუქრება თბილისს, ლილოს ნაგავსაყრელის პროექტის კრახის შემთხვევაში – ინტერვიუ...

რა ეკოლოგიური საფრთხე ემუქრება თბილისს, ლილოს ნაგავსაყრელის პროექტის კრახის შემთხვევაში – ინტერვიუ გულიკო ზუმბაძესთან  

1409
გაზიარება

თბილისის, დიდი ლილოს ნაგავსაყრელის პრობლემა, შესაძლოა უახლოეს ხანებში მოგვარდეს. საყოვაცხოვრებო ნარჩენების პოლიგონზე 8 მლნ ლარამდე ღირებულების, სხვადასხვა სახის სამუშაოებს, კომპანია „დაგი“ ახორციელებს. დაგეგმილია გაზშემკრების მშენებლობა, რაც პოლიგონის მიმდებარედ მოსახლეობას მრავალწლიან პრობლემას მოუგვარებს, მაგრამ მისი წარუმატებლობის შემთხვევაში შესაძლოა, დედაქალაქი ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე აღმოჩნდეს.
“სითი კვირა” თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისიის თავმჯდომარე გულიკო ზუმბაძეს ესაუბრა.  

– გამოცხადებული იყო 11 მილიონი ლარის ტენდერი. საბოლოოდ 8 მილიონ ლარამდე კომპანია „დაგმა“ გაიმარჯვა, რომელმაც ერთი წლის განმავლობაში უნდა გაატაროს ტექნიკური ღონისძიებები იმისათვის, რომ ნაგავსაყრელი გახდეს უსაფრთხო. ეს მოიცავს ძირითადად გაზშემკრების დაყენებას, კულტივაციას, გეომემბრანით გადახურვას და ა.შ ასევე პროექტით გათვალისწინებულია ცხოველთა ლეშის ორმოს გაუქმება. პროექტში იყო გათვალისწინებული რადიაციის შემცველი ნივთების სათავსის მოწყობა, რაც ჩვენი კომისიის ჩარევით ამოიღეს, შესაბამისად გამოთავისუფლებული თანხები სხვა სამუშაოებს დაემატება, რომელიც ამ ნაგავსაყრელზე უნდა განხორციელდეს.

– ნაგავსაყრელი პოლიგონის უმთავრესი პრობლემა დღეს… 14797479_1311620815528567_1676532522_n

– ნაგავსაყრელის არასწორი ფუნქციონირება, რის გამოც, ადგილობრივ მაცხოვრებლებს ექმნებათ ჯანმრთელობის პრობლემა. ხშირია ლიმფური ჯირკვლების პრობლემა, დაბინძურებული ჰაერი პირდაპირ მოქმედებს მათ ჯანმრთელობაზე. ყველა სამუშაო სწორად თუ ჩატარდება, ეს პრობლემები უნდა მოგვარდეს. “დაგმა” საკმაოდ დაგვიანებით დაიწყო მუშაობა, საკრებულოში მოვისმინეთ მათი არგუმენტები. მალე, კიდევ გვექნება მოსმენა. “დაგი” ყველა სამუშაოს სწორად თუ განახორციელებს, მოსახლეობას ნაგავსაყრელთან დაკავშირებული ყველა პრობლემა მოეხსნება. აღარ უნდა იყოს სუნი. მაგრამ, თუ ეს ასე არ მოხდა, კიდევ უარეს კერას მივიღებთ. ჩვენი კომისია და პირადად მე, როგორც სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი სისტემატურად ვიბარებ მათ ანგარიშს. ვგეგმავთ მოსახლეობასთან შეხვედრების გამართვას, მათ კონსტიტუციით აქვთ მინიჭებული უფლება ჯანმრთელობისთვის უვნებელ გარემოში ცხოვრობდნენ. მნიშვნელოვანია ეს საქმე ბოლომდე მივიყვანოთ.

– რა ძირითადი სამუშაოები უნდა ჩატარდეს?  

– ძირითადია გაზშემკრები სისტემისა და ჩირაღდის მოწყობა, ასევე, გეომემბრანით გადახურვა. სხვათაშორის, კომპანიამ ძვირადღირებული გეომემბრანა შეიძინა. ტენდერი გამოცხადდა სამუშაოების მიმდინარეობის მონიტორინგზეც, სადაც ქართულმა კომპანია “ტრიჯიტმა” გაიმარჯვა. სამი თვის შემდეგ შევხდებით და მათ ანგარიშს მოვისმენთ. ჩემის აზრით, კარგი იქნება, თუ ანგარიშის მოსმენას მოსახლეობის წარმომადგენლებიც დაესწრებიან. მათ უნდა ჰქონდეთ ინფორმაცია, რა ტიპის სამუშოები ტარდება, ეს გაზრდის კომპანიის პასუხისმგებლობასაც. „დაგს“ არ აქვს შესაბამისი გამოცდილება და აქიდან გამომდინარე ვფიქრობთ, რომ ყველაზე კარგი გამოსავალია, რაც შეიძლება ძლიერი მონიტორინგი განხორციელდეს საზოგადოების მხრიდან.

-თანხების დაზოგვა ბრძანეთ, რა მიმართულებით კეთდება ეკონომია?  13153354_999963713385962_861948655_n

– მოქმედი კანონმდებლობით ნაგავსაყრელზე რადიაციული ნარჩენების დაყრას კრძალავს, აქედან გამომდინარე ბუნებრივია, არც სათავსო არ უნდა მოეწყოს, რაც თავდაპირველ პროექტში გათვალისწინებული იყო. ჩვენმა კომისიამ არასამთავრობო ორგანიზაციების რჩევითა და გარემოს დაცვის სამინისტროსთან შეთანხმება, პროექტიდან ამ ნაწილის ამოღება მოვითხოვეთ. გამოთავისუფლებული თანხით კი, ხარისხიანი გეომემბრანა შეიძინეს. შესაძლებელია “დაგისთვის” დამატებითი თანხის გამოყოფა დაგვჭირდეს. მე თავიდან მქონდა განცდა იმისა, რომ 8 მლნ ლარი ამისთვის საკმარისი არ იქნებოდა. სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ჰქონდა შესაბამისი დასკვნა გაკეთებული, რომ 11 მილიონი ლარი ადეკვატური თანხა იყო. როცა 8 მილიონ ლარამდე იმარჯვებს ერთ-ერთი კომპანია, საზოგადოების მხრიდან ამას გარკვეული უნდობლობა მოჰყვა. მაგრამ პასუხი იყო ასეთი, – რომ „დაგს“ გააჩნია ტექნიკა და სხვა შესაძლებლობები, ამიტომ ამ თანხის ფარგლებში განახორციელებს სამუშაოებს.

-მაგრამ რეალურად სხვა ვითარება შეიქნა? 

– ახლა აღმოჩნდა, რომ სათანადო გამოცდილება არ აქვთ. ვშიშობ, უხარისხოდ არ განხორციელდეს სამუშაოები, რაც კატასტროფა იქნება დედაქალაქისთვის. ამიტომ მაქსიმალურად ვართ ჩართულები და ვაკონტროლებთ ყველაფერს, მაგრამ ჩვენ არ ვართ ექსპერტები. არ გამოვრიცხავ, რომ უცხოელი ექსპერტების და ამ დარგის საუკეთესო სპეციალისტები ჩამოყვანა დაგვჭირდეს, რათა თვალი ადევნონ ამ სამუშაოების შესრულებას.

-ეს ხომ დამატებითი ხარჯია?

– 11 მილიონი ლარი ჩავურიცხეთ შპს „თბილსერვის ჯგუფს“. მან გამოაცხადა ტენდერი, ასე, რომ 3 მილიონი ლარამდე მას უკვე დარჩა. მიგვაჩნია, რომ ეს თანხა, ერთი მხრივ მონიტორინგში უნდა დაიხარჯოს. ჩემი ვარაუდით, არც კომპანია “ტრიჯიტს“ ჰყავს შესაბამისი სპეციალისტები, რაც ძალიან ცუდია.  ვერც მოქალაქეები ვერც ჩვენი კომისია და ადგილობრივი ექსპერტები უზრუნველყოფენ იქ რეალური მონიტორინგს და იმ პრობლემების წარმოჩენას, რამაც შესაძლოა ახლო მომავალში უარესი შედეგი მოგვცეს.

13220069_999963750052625_353062026_n– რა შეიძლება იყოს ყველაზე უარესი სურათი?

– იმ პრობლემების გამწვავება, რაც დღეს არის. ჰექტრობით მიწაზე ტონობით ნაგავი იყრება. ყოველ სამ დღეში ერთხელ უნდა იფარებოდეს მიწით, რაც არ ხდებოდა. შედეგად, წარმოიქმნა დაბინძურებული ჰაერი, მანვე გაზები და ა.შ. გეომემბრანით ისე უნდა გადაიხუროს, რომ ზედაპირზე არაფერმა გამოჟონოს და თვითგანლევის პროცესი წავიდეს მის ქვეშ. ექსპერტების აზრით, მინიმუმ 40 წელია საჭირო იმისთვის, რომ დაკონსერვების შემდეგ, ნაგავსაყრელზე წავიდეს მთელი რიგი პროცესები, რომელიც არის საფრთხის შემცველი. ამიტომ მრავალი მილიონი ლარის დახარჯვა მოუწევს დედაქალაქს იმისათვის, რომ ეს ნაგავსაყრელი იყოს უვნებელი გარემოზე და პირველ რიგში ადამიანის ჯანმრთელობაზე.

– მიღებული გაზების გამოყენება თუ არის შესაძლებელი?

-შესაძლებელია. ეს ნაგავგადამამუშავებელი საწარმოს პროექტით არის გათვალისწინებული. პროექტი ჩეხი ექსპერტების რეკომენდაციით შემუშავდა. დაწვრილებით არის ყოველი სამუშაო გაწერილი. შემდეგ ტენდერი გამოცხადდა და გაიმარჯვა კომპანიამ, რომელსაც არა აქვს ამ ტიპის გამოცდილება. ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ დიდი პასუხისმგებლობით მოეკიდებიან სამუშაოს.

– ნაგავსაყრელზე მოსული ფრინველები, თუ უქმნის საფრთხეს თბილისის აეროპორტს?

– ამის შესახებ, არაერთხელ იყო საუბარი. სტანდარტების მიხედვით, ნაგავსაყრელი აეროპორტიდან 11 კილომეტრით უნდა იყოს დაშორებული, ჩვენთან კი 7 კილომეტრიანი დისტანცია გვაქვს. თუმცა, ამაზეც მათი პასუხია, რომ განთავსებულია ფრინველების დასაფრთხობი სისტემები და ა.შ. მით უმეტეს, თუ აშენდება ნაგავგადამამუშავებელი საწარმო, აბსოლუტურად დახურულ სივრცეში გადამუშავდება ნაგავი და ფრინველებს არ მოიზიდავს. ნაგვის გადამამუშავებელი საწარმო მოგებაზე ორიენტირებული იქნება. ქალაქის ვალდებულება – ნაგვის მიწოდებაა. ჩვენთის მთავარია, მათი საქმიანობა ეკოლოგიურად უსაფრთხო იყოს და გარემოზე უარყოფითი ზეგავლენა არ მოახდინოს.

კომენტარი