რამდენად დაცულია უსაფრთხოების ზომები ნაგავმზიდის ძარაზე დაკიდებული “თბილსერვისის” თანამშრომლისთვის 

რამდენად დაცულია უსაფრთხოების ზომები ნაგავმზიდის ძარაზე დაკიდებული “თბილსერვისის” თანამშრომლისთვის 

579
გაზიარება

შპს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი ლევან ჯღარკავა აცხადებს, რომ ნაგავმზიდის ძარაზე დაკიდებული „თბილსერვისის“ თანამშრომლები, რომლებიც ნაგავშემკრებ კონტეინერებს ცლიან, საერთაშორიო სტანდარტებით ხელმძღვანელობენ.
​როგორც „სითი კვირას“ ლევან ჯღარკავამ განუცხადა, „თბილსერვისის“ შიდა დოკუმენტით გათვალისწინებულია უსაფრთხოების ზომები, რომლის თანახმადაც, ნაგავმზიდის უკანა ძარაზე ადამიანი მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა იდგეს, თუ ნაგავმზიდი მანქანა არაუმეტეს 30-40 კილომეტრი საათში სიჩქარით მოძრაობს, სხვა შემთხვევაში ის, მძღოლის გვერდით, მანქანის სალონში უნდა იჯდეს.
“მუშაობის წესები მსოფლიოს პრაქტიკიდან გვაქვს აღებული. როდესაც ნაგვის ურნა ნაგვის მანქანაში იცლება, კომპანიის თანამშრომელი მანქანის უკანა ძარაზე დგას, რათა ხშირად არ მოუწიოს მანქანაქში ჩაჯდომა და გადასვლა. შესაბამისად ნაგვის ურნები ახლო მანძილზეა განლაგებული. ხოლო, როდესაც მანქანა ნაგავსაყრელისკენ მიემართება, რა თქმა უნდა უკანა ძარაზე არავინ დგება”,- განმარტავს ჯღარკავა.
​მისივე ინფორმაციით, კომპანია ივლის-აგვისტოში 21 ნაგავმზიდის შემოყვანას გეგმავს.
შპს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი კომპანიის თანამშრომლების უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სხვა საკითხზეც საუბრობს, მათ შორის სამოსზე, რომელიც ლევან ჯღარკავას თქმით, შერჩეულია სეზონის მიხედვით და გათვლილია მავნე ნარჩენებზეც. ქსოვილი უცხოეთიდან შემოაქვთ, ხოლო ფორმები ადგილზე იკერება.
“ადამიანს, რომელსაც მავნე ნარჩენებთან აქვს შეხება, სპეციფიკური სამოსი უნდა ეცვას. ის უნდა იყოს წყალგაუმტარი, რათა ზამთარში არ შეაღწიოს თოვლმა, ეკალმა და საშიშმა ნარჩენებმა. არასდროს ჰქონია მეეზოვეს ზამთრის და ზაფხულის ფორმა, რომელიც დღეს ჩვენ ჩავაცვით“, – განაცხადა ჯღარკავამ.

კომენტარი