თბილისის ქუჩებზე საგზაო მონიშვნების განხორციელების მორიგი ეტაპი იწყება    

თბილისის ქუჩებზე საგზაო მონიშვნების განხორციელების მორიგი ეტაპი იწყება    

594
გაზიარება

​თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ინფორმაციით, დედაქალაქის ქუჩებზე საგზაო მონიშვნების განხორციელების მორიგი ეტაპი იწყება. 18 ივნისამდე კიდევ, 14 ქუჩის დახაზვა იგეგმება. მათ შორის: რუსთავის გზატკეცილი, თამარ მეფისა და აღმაშენებლის გამზირები, ჰეიდარ ალიევის სახელობის სანაპირო, გორგასლისა და გახოკიძის ქუჩები.
როგორც „სითი კვირას“ ტრანსპორტის საქალაქო სამსახურში განუცხადეს, წერეთლისა და რობაქიძის გამზირების დახაზვა მიმდინარე კვირის ბოლომდე დასრულდება. გარდა ამისა, ერთკომპონენტიანი საღებავით საგზაო მონიშვნები აპრილში, 20 ქუჩასა და საგზაო მონაკვეთზე გაკეთდა. მათ შორის: აეროპორტისა და კახეთის გზატკეცილებზე, გმირთა და 26 მაისის მოედნებზე, ვაზისუბნისა და მეტრომშენის დამაკავშირებელ გზაზე, რუსთაველის გამზირსა და თავისუფლების მოედანზე, ბუშის, თოფურიასა და ნონეშვილის ქუჩებზე, მარნეულის გზატკეცილზე რუსთავის გზიდან თბილისის შემოსასვლელამდე, კოჯრის გზატკეცილზე ამაღლების ქუჩიდან მთაწმინდის პარკამდე, აღმაშენებლის ხეივნისა და ზაჰესის დამაკავშირებელ გზასა და სხვიტორის ქუჩის ნაწილზე.
​მათივე ინფორმაციით, უახლოეს ხანებში ცივი პლასტით დაიხაზება: ჭავჭავაძის, მოსკოვის, ბერი გაბრიელ სალოსისა და ფარნავაზ მეფის გამზირები, გობრონიძის, გულუას, მეფე მირიანისა და ვეფხისტყაოსნის ქუჩები, ასევე, მტკვრის მარცხენა სანაპირო ჩოლოყაშვილის მოედნიდან იალბუზის ქუჩამდე.

კომენტარი