თბილისის N202 საჯარო სკოლა-პანსიონის მოსწავლეებს ყურსასმენები გადასცეს

თბილისის N202 საჯარო სკოლა-პანსიონის მოსწავლეებს ყურსასმენები გადასცეს

1069
გაზიარება

თბილისის N202 საჯარო სკოლა-პანსიონს დაარსებიდან 128 წელი, არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოველი მეათე ჩვენგანის“ წარმომადგენლებმა მიულოცეს და “თი-ბი-სი ბანკის” მხარდაჭერით შეძენილი, მაღალი ხარისხის ყურსასმენები გადასცეს.
დასაჩუქრდა თითოეული მოსწავლე და 4 კურსდამთავრებული, რომლებიც ცხოვრების ახალ, უფრო დამოუკიდებელ ეტაპს იწყებენ.
როგორც N202 სკოლის ადმინისტრაციაში აცხადებენ, მსგავსი დამხმარე საშუალებები მნიშვნელოვანია უსინათლო ადამიანებისთვის და პირველ რიგში განათლების მიღებაში უწყობთ ხელს.
ამ მხარდაჭერისთვის 202-ე სკოლის ადმინისტრაციამ მადლობა ღონისძიებაზე და შემდეგ სკოლის ფეისბუქ გვერდზე გადაიხადა: „მადლობა თიბისი ბანკის საქველმოქმედო ფონდს, არასამთავრობო ორგანიზაციას „ყოველი მეათე ჩვენგანი“ ეკატერინე ტოგონიძეს, ყურსასმენებისთვის რომელიც სკოლას საჩუქრად გადასცა. ყურსასმენები შეიძინეს სოციალური პროექტის – „მომისმინე“ ფარგლებში.“
18947043_10210798969182552_477759440_o

კომენტარი