„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” პეკინის გამზირზე მასშტაბურ სამუშაოებს იწყებს

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” პეკინის გამზირზე მასშტაბურ სამუშაოებს იწყებს

638
გაზიარება

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი”, თბილისის მერიის მიერ დაგეგმილი პეკინის გამზირის რეაბილიტაციის ფარგლებში, წყალმომარაგების ინფრასტრუქტურას სრულად განაახლებს. სრულად შეიცვლება წყალსადენის 355 მმ-იანი და 160 მმ-იანი 3 კმ სიგრძის გამანაწილებელი ქსელები.​
​როგორც “სითი კვირას” კომპანიაში განუცხადეს, სამუშაოებს მსოფლიოს წამყვანი გერმანული კომპანია RRT Ingenieurburo Weidt -ის ექსპერტებთან ერთად განახორციელებენ. ჩატარდება 1000 მმ-იანი და 900 მმ-იანი თუჯის მაგისტრალური ქსელების ექსპერტიზა და რეაბილიტაცია. სრულად განახლდება და მოეწყობა ევრო სტანდარტის ჩამკეტ -მარეგულირებელი ურდულები. რეაბილიტაცია ჩაუტარდება წყალარინების გვირაბის 400 მეტრი სიგრძის მონაკვეთს. განახლდება ასევე წყალმომარაგების და წყალარინების ქსელების სათვალთვალო ჭები და ჭის თავსახურები.
მათივე ინფორმაციით, პროექტის ჯამური ღირებულება 3 მლნ ლარს შეადგენს.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” სამუშაოებს, რამდენიმე ეტაპად განახორციელებს. პირველი ეტაპი 16 ივნისს დაიწყება, სამუშაოების ბოლო ეტაპი აგვისტოს დასაწყისშია დაგეგმილი.

კომენტარი