უნივერსიტეტის და თამარაშვილის ქუჩების კვეთაზე გზის გაფართოების სამუშაოები მიმდინარეობს

უნივერსიტეტის და თამარაშვილის ქუჩების კვეთაზე გზის გაფართოების სამუშაოები მიმდინარეობს

502
გაზიარება

თბილისის ვაკის რაიონში, უნივერსიტეტის და თამარაშვილის ქუჩების კვეთაზე გზის რეკონსტრუქცია ინტენსიურ რეჟიმში ხორციელდება. ამ დროისთვის გზის საფუძვლის მოწყობა და ბორდიურების დამონტაჟება მიმდინარეობს.
როგორც “სითი კვირას” ვაკის რაიონის გამგეობაში განუცხადეს, აღნიშნული მონაკვეთის რეკონსტრუქციის შედეგად, უნივერსიტეტის ქუჩაზე სავალი ნაწილის გაფართოება 1,7 მეტრით მოხდება. გზას ერთი ზოლი დაემატება, რომლის საშუალებით მანქანები თამარაშვილის ქუჩიდან ვაკის მიმართულებით იმოძრავებენ.
მათივე განმარტებით, უნივერსიტეტის და თამარაშვილის ქუჩების კვეთაზე გზის გაფართოება, აღნიშნულ ტერიტორიაზე ხშირი საცობების გამო გადაწყდა. პროექტის ფარგლებში, უკვე განხორციელდა მიწისქვეშა კომუნიკაციების – სილქნეტის, მაგთის, ახალი ქსელების შესაბამის ნიშნულზე მიყვანა. ასევე მოეწყო სანიაღვრე ქსელი, ადგილმდებარეობა შეუცვალეს შუქნიშნებს, ბილბორდებს და განათების ბოძებს.
საგზაო სამუშაოებს, ვაკის რაიონის გამგეობის დაკვეთით, შპს „ჯეო სერვისი“ აწარმოებს.

 

კომენტარი