ჩუღურეთის რაიონში რამდენიმე მისამართზე საყრდენი კედლის მშენებლობა მიმდინარეობს

ჩუღურეთის რაიონში რამდენიმე მისამართზე საყრდენი კედლის მშენებლობა მიმდინარეობს

437
გაზიარება

თბილისის ჩუღურეთის რაიონში, მნათობის ქუჩის N21-სა და ლალიონის შესახვევ N5-ში საყრდენი კედლის მშენებლობა მიმდინარეობს. სამუშაოებს ჩუღურეთის რაიონის გამგეობა ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში ახორციელებს.
როგორც „სითი კვირას“ ჩუღურეთს რაიონის გამგეობაში განუცხადეს, აღნიშნულ მისამართებზე ხდებოდა მიწის ჩამოშლა, რის შემდეგაც ჩამოშლილი მიწა ადგილობრივი მოსახლეობის ეზოებში იყრებოდა და საფრთხეს წარმოადგენდა.
მათივე ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის, ჩუღურეთის გამგეობის დაფინანსებით 12 საყრდენი კედლის მშენებლობა დასრულდა, ხოლო 10 მისამართზე სამუშაოები ხორციელდება.

19242939_1872154469722077_6658533923644282484_o

კომენტარი