საბურთალოს რაიონში ინფრასტრუქტურული პროექტები 108 მისამართზე მიმდინარეობს

საბურთალოს რაიონში ინფრასტრუქტურული პროექტები 108 მისამართზე მიმდინარეობს

616
გაზიარება

​თბილისის საბურთალოს რაიონში, თანადაფინანსებული პროექტების ფარგლებში სხვადასხვა სახის სამუშაოები 108 მისამართზე მიმდინარეობს.
​როგორც “სითი კვირას” საბურთალოს რაიონის გამგეობაში განუცხადეს, სამუშაოების ფარგლებში, 36 მისამართზე უკვე გამოიცვალა სახურავები, 23 მისამართზე დასრულდა წყალ-კანალიზაციის სარეაბილიტაციო სამუშაოები, 50 მისამართზე სართულშუა ნაპრალები შეკეთდა, 62 მისამართზე ლიფტების რეაბილიტაცია განხორციელდა, 6 მისამართზე კი წყალსაწრეტი გაკეთდა. შესრულებული სამუშაოები საბურთალოს გამგეობის მიერ 2 078174 ლარით დაფინანსდა.
​მათივე ინფორმაციით, 2017 წელს, საბურთალოს რაიონის გამგეობაში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებიდან შემოსული 288 განცხადება დაკმაყოფილდა.

კომენტარი