პეკინის ქუჩაზე ტროტუარების გაფართოება და ველობილიკის მოწყობა იგეგმება

პეკინის ქუჩაზე ტროტუარების გაფართოება და ველობილიკის მოწყობა იგეგმება

30254
გაზიარება
ფოტო: თბილისის ველომოყვარულთა კლუბი

თბილისის საბურთალოს რაიონში პეკინის ქუჩის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, მიწისქვეშა კომუნიკაციების სისტემის განახლებასთან ერთად, ტროტუარების 70 სანტიმეტრით გაზრდა და ველობილიკების მოწყობა იგეგმება.
​პეკინის ქუჩაზე ველობილიკების მოწყობის გეგმა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ შესაბამისი კომპანიების და მერიის საქალაქო სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად განიხილა და პასუხისმგებელ პირებს კონკრეტული დავალებები მისცა.
„სამუშაოები გეგმა-გრაფიკით გათვალისწინებული ვადების სრული დაცვით მიმდინარეობს. როგორც ჩვენი კონტრაქტორი, ასევე კომუნიკაციების მფლობელი კომპანიები ინტენსიურ რეჟიმში მუშაობენ. სამუშაოების მონიტორინგს პირადად, 19578968_1706621226029680_1208609051_oყოველდღიურ რეჟიმში ვახორციელებ, შტაბში თუ ადგილზე მოსვლით ვახორციელებ იმ ოპერატიული გადაწყვეტილებების მისაღებად, რომელიც საჭიროა სამუშაოების გეგმით გათვალისწინებულ ვადაში დასასრულებლად“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
იგი პეკინის ქუჩის რეაბილიტაციის ფარგლებში, ეროვნული არქივიდან სასტუმრო Holiday inn-მდე მონაკვეთში მიმდინარე სამუშაოებს გუშინ, ვიცე-მერ ლაშა აბაშიძესთან და საბურთალოს რაიონის გამგებელ ბექა მიქაუტაძესთან ერთად ადგილზე გაეცნო. ამ დროისთვის კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ პეკინის გამზირის რეაბილიტაციის ფარგლებში, წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის სრული განახლების სამუშაოებს ახორციელებს.
როგორც „სითი კვირას“ თბილისის მერიაში განუცხადეს, რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში სრულად განახლდება და მოეწყობა ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები. რეაბილიტაცია ჩაუტარდება წყალარინების გვირაბის 400 მეტრი სიგრძის მონაკვეთს. განახლდება წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელების სათვალთვალო ჭები და ჭის თავსახურები. მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოების ვიდეომონიტორინგი 26 მაისის მოედანზე არსებული შტაბიდან 24-საათიან რეჟიმში ხორციელდება.

კომენტარი