გაგრილების სისტემა მიკროავტობუსების 20%-შია ჩართული – თბილისის მერია 

გაგრილების სისტემა მიკროავტობუსების 20%-შია ჩართული – თბილისის მერია 

458
გაზიარება

თბილისის მერის დავალებით, ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის მობილურმა ჯგუფებმა მიკროავტობუსებში კონდიცირების მონიტორინგის მიზნით უკვე 35 მარშრუტი შეამოწმეს. ამ ეტაპზე გამოვლენილია, რომ გაგრილების სისტემები ჩართულია მიკროავტობუსების 20%-ში.
როგორც “სითი კვირას” მერიის პრესსამსახურში განუცხადეს, მონიტორინგის ჯგუფები კომპანიას რეაგირებისთვის იმ მიკროავტობუსების სიას გადასცემენ, რომლებსაც მგზავრების გადაყვანისას კონდიციონერები გამორთული ექნებათ.
თავის მხრივ ​კომპანია, თბილისის მერიასთან თანამშრომლობის მზადყოფნას გამოთქვამს.
​თბილისის მიკროავტობუსების პრესსამსახურის ინფორმაციით, კონდიციონერის ჩართვის დროს მიკროავტობუსში ფანჯრის გაღება კონდიცირების სისტემას არ აზიანებს.​

კომენტარი