გველხოკერა – ნამდვილი „შავი რაინდი“ თავდაცვის ორიგინალური მექანიზმით   

გველხოკერა – ნამდვილი „შავი რაინდი“ თავდაცვის ორიგინალური მექანიზმით   

12803
გაზიარება

ზაფხულის სეზონზე თბილისის მოსახლეობა ხშირად მიმართავს ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ქვეწარმავლების პრობლემის გამო. თბილისის მაცხოვრებლებისა და ტურისტების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, დედაქალაქის ტურისტულ ზონაში, ნარიყალასა და ლეღვთახევში, ქვეწარმავლების გავრცელების საწინააღმდეგოდ პრევენციული ღონისძიებები უკვე ჩატარდა. კრწანისის გამგეობისა და სსიპ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ერთობლივი აქციის ფარგლებში, ტერიტორიები სპეციალური ხსნარით – რეპელენტით შეიწამლა.
​როგორც სპეციალისტები ამბობენ, უმეტესად მოსახლეობას გველი გველხოკერა ჰგონიათ, რომელიც უფეხო ხვლიკია და სრულიად უვნებელია. ის, საქართველოში და ზოგადად ევროპაში გავრცელებულ ხვლიკებს შორის ყველაზე დიდ ზომას აღწევს. მისი სხეულის სიგრძე 50-70 სმ -ს აღწევს, ხოლო კუდის ჩათვლით ზოგჯერ 1,5 მეტრსაც. გველხოკერა გავრცელების უზარმაზარ არეალს მოიცავს – სამხრეთ-დასავლეთ ევროპას, შუა და სამხრეთ-აღმოსალეთ აზიას, სადაც ის ბინადრობს სხვადასხვა ტიპის ბიოტოპებში, დაწყებული ბარში განლაგებული სუბტროპიკებით, მთიანეთის მშრალი სტეპებით დამთავრებული.
130fb623601eგავრცელების არეალის მიხედვით ​გველხოკერას რამდენიმე ქვესახეობას განარჩევენ. კერძოდ საქართველოში გვხდება მისი ნომინატიური ქვესახეობა – P. a. apodus. თავშესაფარის სახით ისინი იყენებენ მღრღნელებით და ხვლიკებით მიტოვებულ სოროებს, ნაპრალებს მიწაში და ხეების ფესვების ქვეშ. მათი რაციონის უდიდეს ნაწილს შეადგენენ მწერები და მოლუსკები, თუმცა, იშვიათად მცირე ზომის ხერხემლიანები (განსაკუთრებით ახალშობილი წრუწუნები და სხვა მღრღნელები).
ევროპის ქვეწარმავლებს შორის იგი ერთ-ერთი ყველაზე სუსტად შესწავლილი არსებაა? ნამდვილი „შავი რაინდი“ რეპტილიებს შორის. გველხოკერა – ხანგრძლივი ევოლუციის პროდუქტია. ის ელვისებრი სისწრაფით და სრიალით გადაადგილდება ქვებსა და ბალახს შორის, ციცაბო აღმართებზე ხომ საერთოდ არ ჰყავს ბადალი. მაგრამ სრიალა ზედაპირებზე, თავს როგორც ძროხა ყინულზე ისე გრძნობენ, რის გამოც საკმაოდ ხშირად ვპოულობთ მათ გვამებს ასფალტის გზატკეცილებზე.
ზრდასრული წარმომადგენლების სხეულის ზედა მხარეს შეფერილობა ძირითადად ყავისფერი ან წაბლისფერია, ზოგჯერ მოწითალო, თავი და მუცელი მოყვითალო ან მდოგვისფერი. თავის ორივე მხარეს განლაგებულია სასმენი ხვრელი, რომლის უკან, სხეულის გვერდებს გასწვრივ, გასდევს ადვილად შესამჩნევი კანის ნაოჭი. განვითარებული კიდურების სრული არქონის მიუხედავად, მათი ოდესღაც არსებობაზე მეტყველებს კლოაკას გვერდებზე განლაგებული, დაახლოებით 2 მმ. სიგრძის რუდიმენტარული 2 მორჩი. ზემოთ აღწერილიდან გამომდინარე, სულაც არ არის გასაკვირი, როდესაც ამ გველისმაგვარ არსებაში რიგითი ადამიანი ხვლიკს ვერ ცნობს და კლავენ. d96d139d71c5
მრისხანე გარეგნობის მიუხედავად, გველხოკერა ერთ-ერთი ყველაზე მშვიდობიანი ქვეწარმავალია. ადამიანთან შეხვედრის დროს ის პირველ რიგში ბალახში ან ბუჩქებში მიმალვას ცდილობს, ხელში აყვანისას კი კბენა თავში აზრადაც არ მოსდის. ასეთ შემთხვევაში, გველხოკერა თავდაცვის თავისებურ მექანიზმს აამოქმედებს – იწყებს ბზრიალს თავისი ღერძის გარშემო, რომლის დროსაც ისმის ტკაცუნის ხმა და ჩნდება შეგრძნება, რომ ხვლიკი ხერხემალს იმტვრევს. სინამდვილეში, ამ ხმას გამოსცემენ ქერცლის ქვეშ განლაგებული ძვლოვანი ჯავშნის ფირფიტები ერთმანეთთან ხახუნის დროს. თუ დასახელებული მეთოდი წარმატებით არ დასრულდა, მაშინ გველხოკერა გეგმა „ბ“-ს აამოქმედებს – მამრები გარეთ ამოაგდებენ სასქესო ორგანოებს (ჰემიპენისები) და ბზრიალში ცდილობენ დასვარონ თავდამსხმელი ძლიერი სუნის მქონე განავლით უკიდურეს შემთხვევაში შეუძლია კუდი მოიძროს, რომელიც არ ექვემდებარება რეგენერაციას (აღდგენას).
ყველაზე ცუდად შესწავლილია გველხოკერების გამრავლების სისტემა. ცნობილია, რომ ზრდასრულობის ასაკს ეს ხვლიკები დაახლოებით 4 წლის ასაკში აღწევენ, ხოლო მრავლდებიან როგორც ყოველწიურად, ასევე წელიწადგამოშვებით (უცნობია, რასთან არის ეს დაკავშირებული). c55e6463dc96
მარტში ან აპრილში, ზამთრის ძილისგან გაღვიძებული მამრები, პოტენციური პარტნიორის საძებნად ამოდიან მიწის ზედაპირზე. მდედრის დანახვისთანავე იწყებენ მათ დევნას, შეწყვილების პროცესში კი იჭერენ მას ყბებით თავის არეში. სწორედ ამ პერიოდში შესაძლებელია ამ არსებების ადვილად მოძებნა, რადგან ზაფხულის მშრალ მეორე ნახევარში, მათი აქტიურობა თითქმის ნულამდე ეცემა და ზამთრის ძილის პერიოდამდე დაბალი რჩება. აქედან გამომდინარე, მეცნიერებმა ივარაუდეს გველხოკერების წლიურ საციცოხლო ციკლში 2 ძილის პერიოდი – ზაფხულისა და ზამთრის. შეწყვილებიდან დაახლოებით 10 კვირის შემდეგ, ანუ ივნისს-ივლისში, მდედრი თავის სოროში 10-მდე ოვალური ფორმის დიდი ზომის (40×20 მმ-ზე) კვერცხს დებს. დაუდასტურებელი ინფორმაციის თანახმად, მდედრები კვერცხებს მათ გამოჩეკამდე იცავენ. 2-3 თვიანი ინკუბაციის შემდეგ, დედამიწას ახალშობილები მოევლინებიან, რომელთა სიგრძე დაახლოებით 20 სმ-ს შეადგენს. მშობლებისგან განსხვავებით, მათი სხეული ნაცრისფერია და დაფარულია ზიგზაგისებურად განლაგებული შავი ზოლებით და ლაქებით, რომლებიც ადვილად მალავენ მათ მაღალ და ხშირ ბალახში მტაცებლის თვალისგან.
​გველხოკერას სიცოცხლის ხანგრძლივობა 15-20 წელს შეადგენს. ასევე ერთ-ერთ ზოოპარკში ბინადრობდა გველხოკერა, რომლის ასაკი გარდაცვალების მომენტისათვის 54 წელს შეადგენდა!

კომენტარი