ვაშლიჯვარში მრავალწლოვანი ნარგავები შეიწამლა

ვაშლიჯვარში მრავალწლოვანი ნარგავები შეიწამლა

536
გაზიარება

თბილისში მწვანე ნარგავების შეწამვლის სამუშაოები გრძელდება. ამ დროისთვის ვაშლიჯვრის მრავალწლოვანი ნარგავები შეიწამლა. სამუშაოებს თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახური ახორციელებს.
​როგორც “სითი კვირას” ეკოლოგიის სამსახურში განუცხადეს, ვაშლიჯვრის ნარგავების შეწამვლა ფიტო-სანიტარული კვლევების საფუძველზე განხორციელდა.
მათივე ინფორმაციით, შეწამვლის სამუშაოები ნოემბრამდე გაგრძელდება და თბილისის ყველა უბანს მოიცავს.

კომენტარი