თბილისში ესპანელი მოქანდაკის მიერ შექმნილი სკულპტურული კომპოზიცია დაიდგა  

თბილისში ესპანელი მოქანდაკის მიერ შექმნილი სკულპტურული კომპოზიცია დაიდგა  

23793
გაზიარება

​საქართველოსა და ესპანეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლის იუბილეს აღსანიშნავად, თბილისში, ესპანელი მოქანდაკე კარლოს გარსია ლაოსის მიერ სამ ფერში შესრულებული სკულპტურული კომპოზიცია, სახელწოდებით “ხელოვნება” დაიდგა.
ესპანელმა მოქანდაკემ თავისი ნამუშევარი თბილისს საჩუქრად გადასცა. სკულპტურული კომპოზიცია 3 სხვადასხვა ფერშია შესრულებული და ის ვაჟა – ფშაველას გამზირისა და სანდრო ეულის ქუჩების კვეთაზე არსებულ ბულვარში განთავსდა, რომელიც საერთაშორისო პროექტის – „ევროპის რვა ქალაქის გაერთიანება ხელოვნებით“ ფარგლებში გაიხსნა.
როგორც “სითი კვირას” საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, პროექტის ფარგლებში სკულპტურები ევროპის კიდევ 7 ქალაქში დაიდგა.
ღონისძიებას დიპლომატიური კორპუსისა და თბილისის მერიის წარმომადგენლები, ასევე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დაესწრნენ.
საქართველოსა და ესპანეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების იუბილე 9 ივლისს აღინიშნება.

კომენტარი