კომპოზიტორი ნინო ჩაჩავა კონკურს „თბილისში“ წელსაც მონაწილეობს

კომპოზიტორი ნინო ჩაჩავა კონკურს „თბილისში“ წელსაც მონაწილეობს

1400
გაზიარება

კომპოზიტორი ნინო ჩაჩავა, რომელის სიმღერამ, შარშან კონკურს “თბილისის” ნომინაცია „წლის საუკეთესო სიმღერაში“ გაიმარჯვა, კონკურში წელსაც მონაწილეობს.
როგორც თავად ამბობს, წლევანდელ ნამუშევარს, მისი მუსიკალური სტუდიის ბავშვები, მომღერალ ნინო ქათამაძესთან ერთად ასრულებენ.
“ყოველ წელს ან წელიწადში ორჯერაც მაქვს ასეთი პროექტი: ბავშვებთან ერთად პოპულარული მომღერლები მღერიან ჩემს დაწერილ სიმღერას. თუმცა, შარშანდელ კონკურსზე გაგზავნილი ნამუშევარს – „ჩვენ მოვდივართ“, მხოლოდ ჩემი გუნდის ბავშვები ასრულებდნენ. არ ველოდი საბავშვო სიმღერა თუ ასეთ აჟიოტაჟს შემოიტანდა იქ დამსწრეებს შორის. წელს, როგორც ვიცი, წიგნი გამოდის წინა გამარჯვებულების შესახებ, მეც დამიკავშირდნენ. ვფიქრობ საინტერესო გამოვა“, – აცხადებს ჩაჩავა და დასძენს, რომ “თბილისი”, ძალიან საინტერესო კონკურსია.

კომენტარი