ძუძუს კიბოსთან ბრძოლის კოალიციის შეხვედრა “ქორთიარდ მერიოტში”

ძუძუს კიბოსთან ბრძოლის კოალიციის შეხვედრა “ქორთიარდ მერიოტში”

528
გაზიარება

ძუძუს კიბოსთან ბრძოლის მიმართულებით არსებული მდგომარეობის შეფასებისა და პრობლემების იდენტიფიცირების მიზნით, სასტუმროში “ქორთიარდ მერიოტში” ძუძუს კიბოსთან ბრძოლის კოალიციის შეხვედრა გაიმართა, რომელსაც სახელისუფლებო სტრუქტურებისა და მხარდამჭერი ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე ექიმები და პაციენტები ესწრებოდნენ.
ძუძუს კიბოსთან ბრძოლის კოალიცია “ევროპა დონა საქართველოს” მიერ გამართულ ღონისძიებაში მონაწილეობდა თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ფავლენიშვილი.  ღონისძიების ორგანიოზატორებმა და დამსწრე საზოგადოებამ, ირაკლი ფავლენიშვილსა და დედაქალაქის  საკრებულოს, ძუძუს კიბოსთან ბრძოლის მიმართულებით გატარებული ღონისძიებებისთვის მადლობა გადაუხადეს და პროექტში მუნიციპალიტეტის ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
შეხვედრის ფარგლებში ასევე, გაიმართა დისკუსია, რომელშიც ირაკლი ფავლენიშვილთან ერთად შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები და ექიმები ჩაერთნენ.
საინფორმაციო კამპანიის “სამიზნე სიცოცლისთვის“ ფარგლებში გაიმართა.

კომენტარი