თბილისის მერი ე.წ. ელიავას ბაზრობის საკითხზე ცალკე შეხვედრის ორგანიზებას გეგმავს 

თბილისის მერი ე.წ. ელიავას ბაზრობის საკითხზე ცალკე შეხვედრის ორგანიზებას გეგმავს 

148
გაზიარება

თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის პროექტის განხილვა დღეს, ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიმართა. შეხვედრას, რომელზეც გენგეგმის ჯგუფის წევრებმა პროექტი პროფესორ-მასწავლებლებს გააცნეს, დედაქალაქის მერი დავით ნარმანია ხელმძღვანელობდა.
​პროექტის პრეზენტაციას ასევე ესწრებოდნენ, ე.წ. ელიავას ბაზრობის სხვა ტერიტორიაზე გადატანის მოწინააღმდეგენი, რომლებმაც გენგეგმის იდეის მიმართ გარკვეული პრეტენზიები გამოთქვეს. ​
​​თავის მხრივ დავით ნარმანიამ მოქალაქეებს სიმშვიდისკენ მოუწოდა და დედაქალაქის საკრებულოში ცალკე შეხვედრის ორგანიზებას დაჰპირდა.
​როგორც ნარმანიამ განაცხადა, თბილისის მთავრობა არასდროს მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც ხალხზე უარყოფითად აისახება.
​მისივე თქმით, გენგეგმის ჯგუფის წევრები მზად არიან შეხვდნენ ე.წ ელიავას ბაზრობის წარმომადგენლებს და მოისმინოს მათი მოსაზრებები.
“გენგეგმის ჯგუფმა “ელიავას ბაზრობის” ტერიტორიის განვითარების პერსპექტივასთან დაკავშირებით, გეგმა მოამზადა. მათ დავპირდი, რომ საკრებულოში ცალკე შეხვედრა გაიმართება. მნიშვნელოვანია და მთავარია არ ავყვეთ ემოციებს. ყველა ადამიანს შეუძლია იყოს მშვიდად”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

კომენტარი