ამ შენობას ბევრი რამ ახსოვს – ცნობილი შენობის საუკუნოვანი მაკეტი 

ამ შენობას ბევრი რამ ახსოვს – ცნობილი შენობის საუკუნოვანი მაკეტი 

223
გაზიარება

გვიან შუა საუკუნეებში, თბილისის ერთ-ერთ მოედანს „ბეჯანას ბაღი“ ერქვა. 1828 წლამდე ხალხი მას მოღნისის (მოღნის, იგივე მოღნინის) სახელს უწოდებდა მოედნის ახლოს მდგარი ღვთისმშობლის სომხური ეკლესიის პატივსაცემად. XIX საუკუნეში ეს ტერიტორია რუსეთის იმპერიის კავკასიური სამფლობელოების ადმინისტრაციულ ცენტრს წარმოადგენდა. აქ იყო მეფისნაცვლისა და ჯარის სარდლობის ადგილსამყოფელი. 1827 წ. აბას-აბადის მოედანი ეწოდა გენერალ პასკევიჩის მიერ ირანის ამავე სახელწოდების ციხესიმაგრის აღების აღსანიშნავად. აქ ერთ დროს რუსების ჯარის ჰაუპტვახტი იყო, სადაც 1838 წელს ღამე გაუთევია პოეტ მიხეილ ლერმონტოვს. 1923 წელს მოედანს ბოლშევიკი სტეფანე ალავერდოვის (ალავერდიანის) სახელი უწოდეს.
ლადო გუდიაშვილის სახელი მოედანს 1988 წელს მიენიჭა, ეს შენობა კი აღარ არსებობს.
ავტორი: გუბაზ შენგელაია

კომენტარი