თბილისის გენგეგმის პროექტი სამხატვრო აკადემიაში განიხილეს

თბილისის გენგეგმის პროექტი სამხატვრო აკადემიაში განიხილეს

194
გაზიარება

თბილისის სამხატვრო აკადემიაში, მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის საჯარო განხილვა გაიმართა. შეხვედრას თბილისის მერი დავით ნარმანია დაესწრო. დოკუმენტის დეტალები კი დამსწრე საზოგადოებას, გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფის „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ წარმომადგენლებმა გააცნეს.
პრეზენტაციის შემდეგ დისკუსია მოეწყო, სადაც თბილისის სამხატვრო აკადემიაში შეკრებილმა საზოგადოებამ თბილისის მერიისა და გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფის წარმომადგენლებს საკუთარი მოსაზრებები და წინადადებები გააცნეს, მათ კითხვების დასმის საშუალებაც მიეცათ.
როგორც დავით ნარმანიამ განაცხადა, სრულყოფილი დოკუმენტის მიღების მიზნით, საჯარო განხილვები გაგრძელდება.

კომენტარი