როგორ იქმნებოდა თბილისში აღლუმების, სავაჭრო და თეატრალური მოედნები  

როგორ იქმნებოდა თბილისში აღლუმების, სავაჭრო და თეატრალური მოედნები  

366
გაზიარება
მოედანი ქარვასლასთან

ქალაქის განაშენიანების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტია მოედანი, რომელსაც სხვადასხვა ფუნქციური დანიშნულება აქვს: სატრანსპორტო კვანძის, ქუჩების თავშეყრის, სავაჭრო-საბაზრო, აღლუმების, ზეიმების ჩასატარებელი, ტრანსპორტის გასაჩერებელი და სხვა.
კაპიტალისტური ეპოქის თბილისის მოედნები განსხვავებული იყო, როგორც თავისი პარამეტრებით და კონფიგურაციით, ისე მნიშვნელობით. “თათრის” მოედნის გარდა, თავისი სავაჭრო ფუნქციით გამოირჩეოდნენ რუსის (“სალდათის”) ბაზარი, ყოფილი კოლმეურნეობის, ამჟამად კი ორბელიანის მოედანი, პურის, საზამთროს, ბზის მოედნები, სააღლუმო დანიშნულება ჰქონდა გუნიბის მოედანს, სატრანსპორტო – სადგურის და კახეთის (შეუმიანის) მოედნებს და ა.შ.
​არსებობდა თეატრალური მოედანიც, თეატრისა და ქარვასლის წინ, ყოფილი ლენინის, ამჟამად თავისუფლების მოედანი.
გასული საუკუნიდან დღემდე დედაქალაქის ცენტრალური მოედნის ფუნქციას თავისუფლების მოედანი ასრულებს. საბჭოთა ხელისუფლების წლებში, ქალაქის ზრდამ, დიდმა რეკონსტრუქციულმა სამუშაოებმა და სატრანსპორტო ქსელის განვითარებამ ახალი მოედნების შექმნა გამოიწვია, რომელთა უმრავლესობას დიდი სატრანსპორტო – საკვანძო მნიშვნელობა აქვს. მათ შორის არის თავისუფლების მოედანი, გმირთა, მარჯანიშვილის, რუსთაველის, სააკაძის, ყოფილი კოლმეურნეობის, შაუმიანისა და კარლ მარქსის, გორგასლის, კრწანისის და სხვა მოედნები. საბჭოთა ეპოქაში განხორციელდა რესპუბლიკის (ამჟამინდელი ვარდების მოედანი) და სადგურის მოედნების რეკონსტრუქციაც.
​აღსანიშნავია, რომ თბილისის არც ერთი მოედანი ხუროთმოძღვულდაგეგმარებითი თვალსაზრისით დასრულებულ ანსამბლს არ ქმნის, რაც ქალაქის მხატვრულ-არქიტექტურული ნაკლია.
წყარო: -“თბილისი. ეკონომიკურ-გეოგრაფიული გამოკვლევა”

კომენტარი