გლდანის რაიონში მცირე ზომის ახალი სკვერი 21 მისამართზე მოეწყობა 

გლდანის რაიონში მცირე ზომის ახალი სკვერი 21 მისამართზე მოეწყობა 

31
გაზიარება

თბილისის გლდანის რაიონში, I-III-VII მიკრო რაიონებში, მცირე ზომის სკვერი მოეწყო. პროექტის ფარგლებში, სკვერებში განთავსდა ატრაქციონები, საბაღე ავეჯი და დაიგო მწვანე საფარი.
ახლად მოწყობილი სკვერები გლდანის რაიონის გამგებელმა დიმიტრი ორმოცაძემ პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატ ლევან კობიაშვილთან ერთად დაათვალიერა. ახალი სკვერების მოწყობის სამუშაოები, გლდანის რაიონში, 21 მისამართზე მიმდინარეობს.​
როგორც ადგილობრივები აცხადებენ, მე-6 მიკრორაიონში მე-7 და მე-20 კორპუსებს შორის არის დიდი ტერიტორიაა, სადაც ძველად პარკი არსებობდა, შემორჩენილია ძველი ინვენტარიც. ტერიტორიაზე ნაძვის ნერგები დარგეს, მაგრამ მოსახლეობას სურს ბავშვებისთვის გასართობები ატრაქციონებიც დამონტაჟდეს.
ამასთან დაკავშირებით გლდანის რაიონის გამგეობაში აცხადებენ, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე სკვერის მოწყობა უკვე დაგეგმილია და სამუშაოები წლის ბოლომდე განხორციელდება.

კომენტარი