მდინარე მტკვარზე საფეხმავლო ხიდები უნდა აშენდეს – გენგეგმის ჯგუფი

მდინარე მტკვარზე საფეხმავლო ხიდები უნდა აშენდეს – გენგეგმის ჯგუფი

830
გაზიარება
ფოტო: ნათია ბერიძე

თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფი, დედაქალაქის მთავრობას მდინარე მტკვრის სანაპიროს გასწვრივ ერთიანი საფეხმავლო ქსელის, საველოსიპედო-საფეხმავლო ხიდებისა და ქალაქის მთელს სიგრძეზე უწყვეტი ბილიკების მშენებლობას სთავაზობს. იდეის თანახმად, მდინარეზე განთავსებულმა საფეხმავლო კავშირებმა, მტკვრის ერთმანეთისგან იზოლირებული მარჯვენა და მარცხენა სანაპირო, ერთიან სარეკრეაციო სივრცედ უნდა აქციოს.
​გენგეგმის ჯგუფის წევრები, ამისთვის შესაფერისად მიიჩნევენ, მტკვრისპირა სივრცეებს დედაქალაქის ისტორიულ ნაწილში – ორთაჭალის, რიყეს, მშრალი ხიდის, საქანელას ქუჩის, მუშტაიდის ბაღისა და ცირკის მიმდებარე ტერიტორიებს, რაც, მათი აზრით, საფეხმავლო კავშირებისა და ღია სივრცეების შექმნით, შესაძლებელია ერთიან სარეკრეაციო სისტემად ჩამოყალიბდეს.
მათივე განმარტებით, დედაენის პარკში, რიყესა და 300 არაგველის მონუმენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მდინარის ჯებირებისაგან გათავისუფლების შედეგად, შესაძლებელი გახდება უშუალოდ მტკვრის ნაპირთან დასვენება, რაც კიდევ უფრო ორგანულად შეაკავშირებს მდინარესა და ქალაქის ისტორიულ ნაწილს.
ახალი მდინარისპირა ურბანული სარეკრეაციო სივრცეების შესაქმნელად, კონცეფციით გათვალისწინებულია მდინარე მტკვრის მარცხენა სანაპიროს ​ავტოტრანსპორტისგან გამოთავისუფლება.
გარდა ამისა, თბილისის ჩრდილოეთით, დიღმის ჭალების ვრცელი ტერიტორიები გადაიქცევა დიდ საქალაქო ლანდშაფტურ პარკად, არაფორმალური ღია სივრცეებითა და დაცული ბუნებრივი გარემოს8  ელემენტებით. მდინარისპირა ლანდშაფტური პარკების ფუნქციას შეიძენს დირსიჭალისა და ორთაჭალის მდინარისპირა გაუნაშენიანებელი სივრცეები.
მათივე ინფორმაციით, მთლიანობაში, გეგმარებითი მტკვრისპირა სარეკრეაციო სისტემის ფართობი, დაახლოებით ორჯერ აღემატება არსებული საერთო სარგებლობის გამწვანებული პარკების და სკვერების ჯამურ ფართს.
როგორც გენგეგმის ჯგუფის წევრები აცხადებენ, მტკვრის ნაპირების ძირითად საქალაქო სარეკრეაციო სისტემად ჩამოყალიბებას, ალტერნატივა არ აქვს. თბილისის უბნების უმრავლესობისათვის, მტკვრის სანაპიროები ყველაზე ახლო, ადვილად მისაწვდომი სივრცეებია. მტკვრისპირა მწვანე სისტემის ჩამოყალიბება კი, ქალაქის ცენტრს სარეკრეაციო სივრცეებით გაამდიდრებს.
​სპეციალისტების განმარტებით, მტკვარი თბილისის ქვაბულის ფსკერზე მიედინება და შესაბამისად, მის გასწვრივ რელიეფი ყველაზე რბილია. ეს ფაქტორი, მდინარის მიერ ჰაერის გაგრილების და განიავების უნართან ერთად, მტკვრის სანაპიროებს, საფეხმავლო თუ საველოსიპედო გადაადგილებისთვის ყველაზე ხელსაყრელ დერეფნად აქცევს. მტკვრის პირასაა შენარჩუნებული ქალაქის ნაშენ ნაწილში შემორჩენილი ბუნებრივი ლანდშაფტების ყველაზე მსხვილი მასივები, რომელთაც მნიშვნელოვანი საქალაქო სარეკრეაციო პოტენაციალი გააჩნიათ.
​​თბილისი მდინარის გასწვრივ განვითარებული ქალაქია. ისტორიულად, მტკვრის ნაპირები,
ხალხმრავალ და ქალაქის ცხოვრებასთან მჭიდროდ დაკავშირებულ სივრცეებს წარმოადგენდა.
თუმცა, გასული საუკუნის გეგმარებითმა გადაწყვეტებმა მტკვარს შეუცვალა ბუნებრივ-ისტორიული სახე, მდინარე მოექცა ჯებირებში და მისი ხალხმრავალი ნაპირები თანდათან გარდაიქმნა მუდამ გადატვირთულ, საავტომობილო გზატკეცილებად. მტკვარმა დაკარგა ადამიანების თავშეყრისა და ურთიერთობის, დასვენების, ქალაქის განიავებისა და გაგრილების ფუნქცია “, – მიაჩნიათ გენგეგმის ჯგუფის წევრებს.
მათივე თქმით, საერთაშორისო გამოცდილების თანახმად, 21-ე საუკუნეში გამოვლენილ სხვადასხვა ურბანული გადაწყვეტილებით, თითოეული ევროპული, პოსტ საბჭოთა (ვილნიუსი, კაუნასი, ბუქარესტი, ტიმიშარა, ა.შ.), ამერიკული (დეტროიტი, ჩიჯაგო, ა.შ.) თუ აზიური (სეული) ქალაქი, ახდენს მდინარის ნაპირების რეგენერაციას. ყოველი ასეთი პროექტის მთავარი ჩანაფიქრია, სარეკრეაციო სივრცედ გადაიქცეს მდინარის ნაპირები, რომლებიც ხშირ შემთხვევაში, თბილისი მსგავსად, საავტომობილო მაგისტრალებად არის ქცეული.

1. ვეფხვი და მოყმის მიმდებარე ტერიტორია ინტერვენციამდე და მის შემდეგ
 22. მუშტაიდის პარკი და თბილისის ცირკის მიმდებარე ტერიტორია
343.დედაენის პარკის მიმდებარე ტერიტორია
56

კომენტარი