თბილისში ზაზა ფაჩულიას სახელობის კალათბურთის მოედანი შენდება 

თბილისში ზაზა ფაჩულიას სახელობის კალათბურთის მოედანი შენდება 

123
გაზიარება

​თბილისის დიდუბის რაიონში, მარშალ გელოვანის გამზირთან, უბანში, სადაც მსოფლიო დონის კალათბურთელი ზაზა ფაჩულია გაიზარდა, მისი სახელობის კალათბურთის მოედანს ნავთობკომპანია “გალფი” ააშენებს. მშენებლობას საფუძველი დღეს ჩაეყარა. შენობის საძირკველში სიმბოლური კაფსულა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, თავად ზაზა ფაჩულიამ და “გალფის” ხელმძღვანელმა ჩადეს.
მხარეებმა ასევე, გააფორმეს მემორანდუმი.
დავით ნარმანიას შეფასებით, ეს არის საჯარო და კერძო სექტორის თანამშრომლობის ძალიან კარგი მაგალითი.
“უბანში, სადაც ზაზა ფაჩულია გაიზარდა, სიმბოლურად კეთდება საკალათბურთო მოედანი. ერთი მხრივ ამ ადგილს ახალი სპორტული მოედანი შეემატება, მეორეს მხრივ კი, ეს გახდება მაგალითი ჩვენი მოზარდებისთვის, ისევე ივარჯიშონ და მოემზადონ, როგორც თავის დროზე ზაზა ფაჩულია ემზადებოდა და მათაც ასახელონ ჩვენი ქვეყანა,“ – განაცხადა დავით ნარმანიამ.
​ღონისძიებას თბილისის მერის მოადგილე გიგა ნიკოლეიშვილი, დიდუბის გამგებელი ირმა ზავრადაშვილი და კომპანია „გალფის“ წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
როგორც “სითი კვირას” თბილისის მერიის პრესსამსახურში განუცხადეს, კალათბურთის მოედნის მშენებლობა კომპანია „გალფის“ ორგანიზებითა და დიდუბის გამგეობის მხარდაჭერით ხორციელდება.​ზაზა ფაჩულიას სახელობის მოედანია 2018 წლის გაზაფხულზე გაიხსნება.

კომენტარი