ქართული ანბანი თბილისის დიზაინის სტანდარტად უნდა იქცეს – კახი კალაძე გარე აბრების...

ქართული ანბანი თბილისის დიზაინის სტანდარტად უნდა იქცეს – კახი კალაძე გარე აბრების შესახებ

202
გაზიარება

​თბილისის მერობის ერთ-ერთი კანდიდატი კახი კალაძე მიიჩნევს, რომ გასაუმჯობესებელია დედაქალაქის საერთო იერსახე და ამ თვალსაზრისით გასატარებელ სხვა აუცილებელ ღონისძიებებთან ერთად, მნიშვნელოვანია, უნიკალური ქართული ანბანი თბილისის საერთო დიზაინის ნაწილად იქცეს, რაც ხელს შეუწყობს მისი ტურისტული და ბიზნეს მიმზიდველობის ზრდას.
როგორც კახი კალაძე სოციალურ ქსელში გავრცელებულ თავის მორიგ ვიდეომიმართვაში აცხადებს, დედაქალაქში სასწრაფოდ უნდა მოწესრიგდეს გარე აბრებისა და სხვადასხვა მანიშნებლების, საერთო კონტექსტიდან ამოვარდნილი ვიტრინებისა და მიტაცებული ტროტუარების საკითხი და ისინი საერთო სტანდარტში მოექცეს.
მისივე თქმით, ​ნებისმიერ ცივილიზებულ, თანამედროვე ქალაქს გააჩნია დიზაინის სტანდარტი, რაც ნიშნავს ქალაქის საერთო ესთეთიკის, მისი უბნების, ქუჩების დიზაინის სტრანრადტიზაციას, ფერთა ესთეტიკურ შეხამებას, აბრების განთავსების საერთო წესს, ქალაქის შრიფტების განსაზღვრას და ზოგადად ესთეტიკური მხარის მოწესრიგებას, ჰარმონიზაციას მთლიანად ქალაქის ხასიათთან.
“ქალაქის დიზაინის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ნაწილად, უკინალური ქართული ანბანი უნდა იქცეს. აბრები, მანიშნებლები, სტიქიურად ათვისებული ტროტუარები, ​უკონტექსტო დიზაინის ვიტრინები – ამ ყველაფრის სასწრაფო მოწესრიგება, ხელს შეუწყობს ქალაქის ტურისტული და ბიზნეს მიმზიდველობის ზრდას. სწორედ ასეთი თანამედროვე მიდგომებით, უმაღლესი კვალიფიკაციის  ჩართვითა და მსოფლიო გამოცდილების გათვალისწინებით, უნდა წარმოვაჩინოთ თბილისი, როგორც სიცოცხლით სავსე ქალაქი”,- აცხადებს კახი კალაძე.

კომენტარი