ვაჟა-ფშაველას გამზირზე ასფალტის შენახვისა და დაცვის საპილოტე პროექტი განხორციელდა (ვიდეო)

ვაჟა-ფშაველას გამზირზე ასფალტის შენახვისა და დაცვის საპილოტე პროექტი განხორციელდა (ვიდეო)

191
გაზიარება

​თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურმა, ბრიტანული კომპანია „რინოფალტის“ ოფიციალურ დისტრიბუტორ შპს „ბი-ენ-ჯი-სთან“ ერთად, ასფალტის საფარის ზედაპირის დაცვისა და შენახვის საპილოტე პროგრამა განახორციელა. პროგრამის ფარგლებში ვაჟა ფშაველას გამზირის ნახევარკილომეტრიან მონაკვეთზე ცივი, დამცავი ხსნარი, სპეციალური ტექნიკის გამოყენებით მოისხა.
​როგორც “სითი კვირას” კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურში განუმარტეს, ხსნარი აღწევს ბიტუმში და აღადგენს ასფალტის ზედაპირის სიცოცხლისუნარიანობას.
მათივე ინფორმაციით, სპეციალური ხსნარი შექმნილია იმისთვის, რომ შეაჩეროს ზედაპირული დაზიანებები. ერთჯერადი გამოყენების შემდეგ ასფალტის საფარს სიცოცხლისუნარიანობა 50%-ით უხანგრძლივდება. ასფალტის საფარის სიცოცხლისუნარიანობის პროპორციულად მცირდება გზის მოვლა-პატრონობის ხარჯები და დაუგეგმავი სარეაბილიტაციო ჩარევა.

კომენტარი