ამაღლების ქუჩაზე ავარიული სახლის გამაგრებითი სამუშაოების დასრულებას 6 ოჯახი ელოდება

ამაღლების ქუჩაზე ავარიული სახლის გამაგრებითი სამუშაოების დასრულებას 6 ოჯახი ელოდება

76
გაზიარება

თბილისის მთაწმინდის რაიონში, ამაღლების ქუჩის N34 – 36/2 -ში მდებარე შენობის გამაგრებითი სამუშაოები სექტემბრის ბოლოსთვის დასრულდება, რის შემდეგაც 6 ოჯახი, უსაფრთხო გარემოში იცხოვრებს.
​ამაღლების ქუჩაზე მდებარე სახლში გამაგრებითი სამუშაოების მიმდინარეობას დღეს, მუნიციპალიტეტის საკრებულოს, მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატი ჯაბა ჯიშკარიანი, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განყოფილების უფრო ირაკლი თუმანიშვილთან ერთად გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
როგორც “სითი კვირას” მთაწმინდის რაიონის გამგეობაში განუცხადეს, აღნიშნულ მისამართზე მიმდინარეობს მზიდი კედლების გამაგრებითი სამუშაოები, ასევე, განხორციელდება შიდა კედლების არმირება და მოჩარჩოვდება ღიობები.
​მათივე ინფორმაციით, სამუშაოებისთვის მთაწმინდის რაიონის გამგეობამ 130 ათასი ლარი გამოყო.
20689876_1406550876067037_4830849427731907405_o 20645474_1406550716067053_8669731184454965749_o

კომენტარი