თბილისის გარე განათების ქსელში 121 ათასი ერთეული სანათი ირიცხება   

თბილისის გარე განათების ქსელში 121 ათასი ერთეული სანათი ირიცხება   

190
გაზიარება

თბილისის გარე განათების ქსელში 107 208 ერთეული სანათი და მხატვრული მინათების 13 791 ერთეული წერტილი ირიცხება. ნახევარი წლის განმავლობაში დედაქალაქი დაახლოებით 23 301 000 კვტ/სთ ელექტროენერგიას (1კვტ/სთ – 0,1975 ლარი) მოიხმარს, რაც დაახლოებით 4 მლნ 602 ათას ლარს შეადგენს. მათ შორის არის სატელევიზიო ანძის განათება.
როგორც “სითი კვირას” შპს „თბილსერვის ჯგუფის“ მიერ მიწოდებული ინფორმაციაზე დაყრდნობით თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურიდან აცნობეს, ხუთი თვის განმავლობაში ერთეულის ექსპლუატაციისთვის თვეში გამოყოფილია 4,83 ლარი (დღგ-ს გარეშე), ხოლო მხატვრული მინათებისთვის – 4,75 ლარი (დღგ-ს გარეშე). 4I0A7156-copy
მათივე ინფორმაციით, თბილისის სატელევიზიო ანძაზე დამონტაჟებულია იტალიური კომპანიის GRIVEN- ის მიერ წარმოებული 194 ერთეული სანათი საშუალებები (83 ცალი powershine , 23 onyx, 48 JADE, 40 Parade), აქედან Onyx პროჟექტორები სრული დატვირთვით მუშაობის დროს ხარჯავს 310 ვტ. ელექტროენერგიას (powershine -281 ვტ, JADE -38 ვტ, Parade -28 ვტ).
თბილისის სატელევიზიო ანძის ფერთა ამჟამად მოიცავს ყველა, არსებული ფერის კომბინაციას. ხოლო ყოველთვიური ხარჯი დამოკიდებულია ანძის ფერთა ცვალებადობაზე და საშუალოდ 9000-10000 კვტ/სთ შეადგენს.
მერიის ინფორმაციით, 2017 წლის 12 იანვარს გარე განათების ქსელის ექსპლუატაცია და რეაბილიტაციის06e691800957 ფარგლებში, კრწანისი-შინდისის გზის გარე განათების ქსელის ტრანსფორმატორის (რკინის ჯიხურით) შეძენა-მონტაჟისთვის 17,815.00 ლარი დაიხარჯა.
თბილისის მუნიციპალიტეტის გარე განათების და მხატვრული მინათების მომსახურებისთვის, 16 იანვარს, 873,738.14 ლარი, 15 თებერვალს – 1,822,313.42 ლარი, 16 მარტს – 1,695,669.67 ლარი, 13 აპრილს – 1,654,266.72 ლარი, 17 მაისს – 1,545,652.23 ლარის, 19 ივნისს – 1,355, 356.82 ლარი. 21 ივნისს – 97,995.94 ლარი.
თბილისის მასშტაბით გარე განათების წერტილების რეაბილიტაციისთვის 30 ივნისს დაიხარჯა 105 192 ლარი. 3 ივლისს გულუას ქუჩის #10-ში გარე განათებისა და მხატვრული მინათების ქსელის მოწყობისთვის – 7,702.78 ლარი.

კომენტარი